
Tech Women Community-ს ფარგლებში BTU-ში ბიზნესის ფინანსური მართვის ვორქშოფი ჩატარდა
Tech Women Community-ს ფარგლებში BTU-ში ქალი მეწარმეებისთვის ბიზნესის ფინანსური მართვის ვორქშოფი ჩატარდა.
სპიკერი: ნათია სხვიტარიძე, FAS Group-ის მმართველი პარტნიორი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალი მეწარმეების ფინანსური მართვის უნარების გაძლიერებას, ისეთი თემების განხილვის გზით, როგორიცაა ბიზნესის ფინანსური დაგეგმვისა და კონტროლის ძირითადი პრინციპები, ფულადი ნაკადების მართვა და ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესის მდგრადი განვითარების მიზნით.


