SYSTEMcorp-ის გადამზადების კემპი BTU-ს სტუდენტებისთვის (დასრულებულია)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა წინასწარი შერჩევის საფუძველზე SYSTEMcorp-ის გადამზადების კემპში მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებმა მანქანური ინტელექტის საფუძვლები გაიარეს. კურსი მოიცავდა წრფივ ალგებრას, კალკულუსს და სპეციფიკური პრობლემების ვარიაციული განტოლებების სახით წარმოჩენას, მათი შემდგომი ნეირონულ ქსელში იმპლემენტაციისათვის.
კურსის ტიპი სპეციფიკურად გათვლილი და მორგებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიებს სტუდენტების აკადემიურ კალენდარზე. კემპის ფარგლებში იმართებოდა 1 კვირიანი სპრინტები, ხოლო კვირის ბოლოს მოეწყო შეხვედრა გადაუჭრელი პრობლემებისა და ამოუხსნელი ამოცანების შესაჯამებლად. ჯამში კურსის ფარგლებში 13 შეხვედრა გაიმართა.
კემპის მონაწილეები გაეცნენ მანქანური ინტელექტის სფეროს საფუძვლებს, რაც აუცილებელია მეცნიერ-ინჟინრად ჩამოყალიბებისათვის და ამ სფეროში კონტრიბუციისათვის.
ეს კურსი მხოლოდ პირველი რამდენიმე ნაბიჯი იყო ძალიან ხანგრძლივ და ურთულეს მიზნამდე. სტუდენტებს ასევე აქვთ საფუძვლიანი ცოდნა იმისათვის, რომ ჩაუღრმავდნენ ამ სფეროს და უკვე იმუშაონ სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილ პროექტებზე, რომელთა ტესტინგით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, მარტივად შეძლებენ გარკვეული დროის შემდეგ აირჩიონ ამ სფეროს რომელიმე ვიწრო მიმართულება შედეგების მაქსიმიზაციისათვის .
კემპის გავლის შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების 4 სტუდენტი გააგრძელებს SYSTEMcorp-თან ხანგრძლივ თანამშრომლობას.
Tag:დასრულებულია