SYSTEM CORP.-ის სტუდენტური გადამზადების პროგრამა (დასრულებულია)
ხელოვნური ინტელექტი მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიური ტრენდია და ეტაპობრივად ინერგება განათლებაში, ჯანდაცვაში, უსაფრთხოებაში, წარმოებასა და სხვა ინდუსტრიებში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განვითარების პროცესის გაღრმავების მიზნით ხელოვნური ინტელექტის კვლევებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე კომპანია SYSTEM CORP.-თან დაიწყო თანამშრომლობა.
SYSTEM CORP. რეგიონის ლიდერია. მათი პორტფოლიო მოიცავს წარმატებებს ისეთ მსოფლიო ტურნირებზე კომპიუტერიული მეცნიერებისა და კომპიუტინგის მიმართულებით, როგორებიცაა: MIT Hacking Medicine, MSOFT Imagine Cup, MSOFT AI Guardian, IEEE და ა.შ.
SYSTEM CORP-ი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტის კომპანიაა, რომელმაც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გადამზადების პროგრამა განახორციელა.
კურსი შედგებოდა წრფივი და ლოჯისტიკური რეგრესიის მოდელებისაგან, რეგულარიზაციის გზების შესწავლის, მარტივ ნეირონული ქსელებზე მუშაობის, მრავალგანზომილებიანი ვექტორების მანიპულაციის, “Supervised” და “Unsupervised” სწავლების მეთოდებისაგან.
Tag:დასრულებულია