სწავლების აღიარებული სტანდარტები და საერთაშორისო სერტიფიცირება BTU-ს ყველა სტუდენტს
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა, სხვადასხვა საგნების მსოფლიოში აღირებული სტანდარტების შესაბამისად სწავლებას და მისი ყველა სტუდენტისთვის, სხვადასხვა დისციპლინებში საერთაშორისო სერტიფიკატების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
2020 წლის შემოდგომიდან, BTU-ში, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე მყოფ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. ეს შესაძლებლობა უჩნდებათ სტუდენტებს ისეთი ორგანიზაციებისგან, იმ სტანდარტებით, როგორებიცაა: Agile, Scrum, Lean საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, HRCI სტანდარტი ადამიანური რესურსების მართვაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, CIMA სტანდარტი ფინანსების სტრატეგიულ მართვასა და მენეჯერულ აღრიცხვაში, SAP სტანდარტი ERP სისტემების მართვაში, ABPM სტანდარტი ოპერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.
სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობა ასევე ეძლევათ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით შეთავაზებული კურსების ფარგლებშიც: პროგრამირება Python PCEP, კომპიუტერული ქსელები CCNA, ინფორმაციული უსაფრთხოება MTA, CEH, მონაცემთა ბაზები Oracle Database SQL, ოპერაციული სისტემა Linux – LPIC-1 სტანდარტით, ღრუბლოვანი სისტემები (AWS) – Certified Cloud Practitioner Amazon-ის სტანდარტით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვისების მართვა ITIL სტანდარტით და სხვა.
მოლაპარაკებები მიმდინარეობს დამატებით დისციპლინების შესახებ, რომელიც ცალკეული საგნების სახით ისწავლება უნივერსიტეტში. აღნიშნულ ინიციატივას განახორციელებენ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული აკადემიური გუნდი, რომელიც შემოუერთდა უნივერსიტეტს. შედეგად, საგნის ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი მიიღებს არა მხოლოდ შეფასებას და კრედიტს აღნიშნულ საგანში, არამედ ცოდნას იმ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლითაც ის შეძლებს სასერტიფიკატო გამოცდაზე გასვლას. ეს ინიციატივა არ გაზრდის სწავლის საფასურს და ჩაშენდება პროგრამებში, რომლის წლიური საფასური 2250 ლარია.