განათლების მზარდი გლობალიზაციის და ინტერნაციონალიზაციის პირობებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გარდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის და უწყვეტი განათლების მიღების ხელშეწყობა წარმოადგენს. უწყვეტი განათლების პროგრამების (პროექტები, პროგრამები, ტრენინგები და სხვ.) შეთავაზებით, უნივერსიტეტი მიზნად ისახავს როგორც საუნივერსიტეტო, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს მისცეს პიროვნული და პროფესიული განვითარების, მუდმივად ცვალებად სამყაროსთან ადაპტაციის, კონკურენტუნარიანობის, სოციალური ურთიერთობების გაფართოების და საბოლოოდ, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების საშუალება.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საგანმანათლებლო პროგრამებიდან აირჩიონ და თავისუფალი მსმენელის სტატუსით, ფინანსური ვალდებულების გარეშე გაიარონ მათთვის საინტერესო სასწავლო კურს(ებ)ი.
2019-2023 წლებში ამ შესაძლებლობით ისარგებლა 217 კურსდამთავრებულმა. 2019-2024 წლების პერიოდში ბენეფიციართა რაოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.