
BTU-სთან თანამშრომლობით საქართველში მსოფლიოს წამყვანმა ფრანგულმა მოდის ინსტიტუტმა ESMOD-მა დაიწყო ოპერირება. ESMOD მსოფლიოში წამყვანი ინსტიტუტია, რომელიც 175 წელზე მეტია ოპერირებს მოდის ინდუსტრიაში და 13 ქვეყანაში 20 სკოლას ფლობს. მის კურსდამთავრებულებს შორის არიან Jacquemus, Olivier Rousteing, Alexandre Vauthier, Vestiaire Collective-ის დამფუძნებელი Sophie Hersan და სხვა.
სასერტიფიკატო კურსები
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ESMOD მოდის და ინოვაციების, მოდის მარკეტინგის და მენეჯმენტის, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა მიმართულებებით საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებს განახორციელებს.
კურსების განხორციელებაში ჩართული იქნებიან ESMOD-ის ლექტორები და ტრენერები, მოდის საერთაშორისო ექსპერტები და ESMOD-ის მოწინავე კურსდამთავრებულები.
პროგრამა, რომელიც საქართველოში განხორციელდება – Creative Industry Management მოიცავს 3 სხვადასხვა მოკლევადიან კურსს:
- The Fashion Market;
- Creative Process Management;
- From Market to Consumer.
დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი სამი კურსიდან ერთ-ერთი ან გაიარონ სრული კურსი.
საქართველოში საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსების განხორციელება უკვე დაწყებულია – The Fashion Market-ის კურსზე სტუდენტების პირველი ნაკადის გადამზადება მიმდინარეობს (2025 წლის მარტი – 2025 წლის მაისი)
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: [email protected]
Creative Industry Management - სრული პროგრამა
სრული პროგრამა მოიცავს სამ სასერტიფიკატო კურსსს:
- The Fashion Market – 60 საათი;
- Creative Process Management – 60 საათი;
- From Market to Consumer – 72 საათი.
ფასი: 4 900 ევრო (ექვივალენტი ლარში).
The Fashion Market
კურსის მიზანი: ტრენდების ანალიზი და ბაზრის პოზიციონირებისა და შეთავაზების მჭიდრო კავშირის გაგება, რათა განხორციელდეს ბრენდის სტრატეგია, ადაპტირებული ბაზრისთვის.
საფასური: 1 700 EUR (ექვივალენტი ლარში)
ფორმატი: კურსი მოიცავს როგორც აუდიტორიულ, ასევე ონლაინ სასწავლო მოდულებს – ფიზიკური ლექციები განხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა
თარიღები: 2025 წლის მარტი-მაისი
ენა: სალექციო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
60 საათიანი პროგრამა – შედგება 5 მოდულისგან
- ტენდენციები (12 საათი):
- მიმდინარე და მომავალი ტენდენციების ანალიზი.
- მომხმარებლის ქცევის გაგება.
- Moodboard-ების შექმნა და კრეატიული პროცესის დამუშავება.
2. მოდის კულტურა (12 საათი):
- მოდის ისტორიის საკვანძო ეტაპების შესწავლა.
- დიზაინერების გაცნობა, რომლებმაც მოდა შეცვალეს.
- თანამედროვე მოდის გაგება და ანალიზი.
3. მარკეტინგი – სთორითელინგი (12 საათი):
- ბრენდის სთორითელინგის საფუძვლები და უნიკალური ნარატივის შექმნა.
- სთორითელინგ კამპანიების ანალიზი და შეფასება.
- ბრენდის დიზაინის სტრატეგიების სწავლა.
4. მარკეტინგი – პოზიციონირება (12 საათი):
- ბრენდის პოზიციონირების ძირითადი კონცეფციები.
- ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი.
5. პროდუქტის ტიპოლოგია (12 საათი):
- მოდის პროდუქციის კლასიფიკაცია და საკვანძო ელემენტები.
- ტერმინოლოგიის ცოდნა პროდუქტის განხილვისას.
- ტანსაცმლის კონსტრუქციის დაშლა (დეკონსტრუქცია) და ანალიზი.
Creative Process Management
კურსის მიზანი: კრეატიული პროცესის ჩამოყალიბება და მოდის დიზაინის ტექნიკური ასპექტების ცოდნა.
საფასური: 1700 EUR (ექვივალენტი ლარში)
ფორმატი: კურსი მოიცავს როგორც აუდიტორიულ, ასევე ონლაინ სასწავლო მოდულებს – ფიზიკური ლექციები განხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა
თარიღები: 2025 წლის ივნისი-ივლისი
ენა: სალექციო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
კურსზე “Creative Process Management” რეგისრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
60 საათიანი პროგრამა – შედგება 4 მოდულისგან:
კრეატიული პროცესი (12 საათი):
- სხვადასხვა კრეატიული მეთოდებისა და ხელსაწყოების შესწავლა.
- განსხვავებული კრეატიული პროცესების გამოცდა და პრაქტიკაში გამოყენება.
კოლექციის შექმნის პროცესი (12 საათი):
- მოდის კოლექციის კონსტრუქციისა და განვითარების შესწავლა.
- კოლექციის დეტალური ბრიფის შექმნა.
ტექსტილის დიზაინი (12 საათი):
- ტექსტილის წარმოების პროცესის და ხარისხის კრიტერიუმების შესწავლა.
- ქსოვილების, ბოჭკოების და მასალების შექმნის პროცესის შესწავლა.
ტექნიკური დიზაინი (24 საათი):
- საკერავი მანქანის და ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენება.
- ტანსაცმლის ტექნიკური კონსტრუქციის შესწავლა (ზომების ცხრილები, ნიმუშების შექმნა).
- პრაქტიკული დავალება – ქვედაბოლოს შექმნა.
- ვორქშოფები MACH & MACH-ში, AVTANDIL-ში,
MATERIEL-ში და INGOROKVA-ში.
From Market to Consumer
კურსის მიზანი: ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტის შექმნა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება.
საფასური: 1 900EUR (ექვივალენტი ლარში)
ფორმატი: კურსი მოიცავს როგორც აუდიტორიულ, ასევე ონლაინ სასწავლო მოდულებს – ფიზიკური ლექციები განხორციელდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.
მიღების წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ფლობა
თარიღები: 2025 წლის სექტემბერი-ოქტომბერი
ენა: სალექციო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.
კურსზე “From Market To Consumer” რეგისრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
72 საათიანი პროგრამა – შედგება 6 მოდულისგან:
კოლექციის დაგეგმვა (12 საათი):
- კოლექციის სტრუქტურის და კომერციული/კრეატიული მიზნების განსაზღვრა.
- პროდუქტის სტრატეგიის შექმნა ბრენდის პოზიციონირების გათვალისწინებით.
მოხმარების ახალი ტენდენციები
(12 საათი):
- მოდის ინდუსტრიის ძირითადი სიახლეების ანალიზი.
- ახალი მომხმარებლების ქცევის შესწავლა.
კომუნიკაციის სტრატეგია (12 საათი):
- მოდის კომუნიკაციის მიზნების და ხელსაწყოების გაცნობა.
- კომუნიკაციისა და პროდუქტის სამიზნე აუდიტორიების გარჩევა.
მარკეტინგი – ციფრული (12 საათი):
- ციფრული მარკეტინგის ძირითადი პრინციპები.
- ციფრული მედიის სპეციფიკის და შეზღუდვების გაგება.
- სოციალური მედიის გავლენის და ინფლუენსერული მარკეტინგის ანალიზი
ვიზუალური მერჩენდაიზინგი (12 საათი):
- ვიზუალური მერჩენდაიზინგის ძირითადი პრინციპები და სტრატეგიები.
- პროდუქტის წარმოდგენის საუკეთესო ტექნიკების შესწავლა.
მომხმარებლის გამოცდილება (12 საათი):
- მომხმარებლის გამოცდილების დაგეგმვა და მისი გავლენის ანალიზი.
- ბრენდის იმიჯის, ლოიალობის და კომერციული წარმატების გაუმჯობესება.