სტარტაპების დემო დღე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის” პრე-აქსელერაციის პროგრამა დაასრულეს. პრე-აქსელერაციის პროცესში სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა 10-მა გუნდმა ჩამოაყალიბა სტარტაპ იდეა, გაიარა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ტრენინგები და მოისმინა სპარკის ექსპერტების რჩევები.
BTU-ს სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა გუნდებმა, თავიანთი იდეები 26 დეკემბერს დემო დღეზე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების, ფონდების და ინვესტორების წინაშე წარმოადგინეს. სტარტაპების დემო დღეზე გამარჯვებულმა სტარტაპ სამეულმა მოიძია საინვესტიციო პარტნიორები და მიიღო მრავალი პრიზი.
დემო დღის ოფიციალური პარტნიორები: თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, კედარი ვენჩერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, სტარტაპების ნაციონალური ასოციაცია Nasta
მიღებული პრიზები: 3000 ლარის ოდენობის მარკეტინგული მხარდაჭერა სტარტაპ Digital სომელიეს კედარი ვენჩერისგან, ვებ პლატფორმის შექმნა, ბიზნეს აქსელერატორი სპარკისგან სტარტაპ Rentor-ს, 3 თვიანი კონსულტაცია OTTM-ს სტარტაპების ნაციონალური ასოციაცია Nasta-სგან, ყველა სტარტაპს ინდუსტიასთან კომუნიკაციაში დახმარება დამსაქმებელთა ასოციაციისგან, იდეის განხორციელებაში დახმარება სტარტაპ Carline-ს ბიზნეს აქსელერატორი სპარკისგან.
ყველა მონაწილე სტუდენტმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან საჩუქრად მიიღო ჟურნალ Entrepreneur-ის წლიური გამოწერა და ერიკ რისის ავტორობით შექმნილი მსოფლიოს ბესტსელერი წიგნი ,,წარმატებული სტარტაპი”.BTU-ს მეწარმეობის ცენტრი ყველა სტარტაპთან იმუშავებს ვალიდური საგრანტო აპლიკაციის შევსებაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში წარსადგენად.
და ბოლოს, სტარტაპ დემო დღეზე გამარჯვებული სტარტაპების სამეულმს BTU-სგან საჩუქრად გადაეცა Lenny Kravitz-ის კონცერტის ბილეთები.