სტარტაპების დემო დღე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მორიგი სტარტაპების დემო დღე გაიმართა , რომელზეც სტუდენტებმა საკუთარი იდეები შესაბამის ინდუსტრიაში მოღვაწე ორგანიზაციებს, პოტენციურ პარტნიორებსა და სხვა ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგინეს.
სტარტაპების დემო დღის ოფიციალური პარტნიორია: თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” და საქართველოს ბანკი BOG Fintech.
აღსანაიშნავია, რომ “სპარკის” ორგანიზებით დემო დღეზე მონაწილეობის მსურველი სტარტაპებისათვის 5 დღიანი ინტენსიური BOOTCAMP ჩატარდა, სადაც სტუდენტებმა საკუთარი იდეები კიდევ უფრო დახვეწეს და განავითარეს.
ბიზნეს აქსელერატორ „სპარკმა“დემო დღეზე მონაწილე 24 სტარტაპიდან ხუთი გამოყო . მათ საშუალება მიაეცემათ გაიარონ აქსელერაცია და მიიღონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარი იდეების კომერციალიზაციისათვის.
„სპარკის“ მიერ შერჩეული სტარტაპებია :
ARC – მოწყობილობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მძღოლს მოსალოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევისგან იცავს;
Elyft – ლიფტის გადახდების ახლებური საშუალება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ლიფტით სარგებლობის საფასური ნებისმიერი საბანკო ბარათით გადაიხადოს;
Multicart – ჭკვიანი ურიკა, რომელიც მომხმარებელს სავაჭრო ცენტრში ვაჭრობის დროს შესაძენი საქონელის შესახებ ინფორმაციის მიღებასა და ბიუჯეტირებაში ეხმარება;
Salone – სილამაზის სალონეების და ესთეტიკური ცენტრების ონლაინ დაჯავშნის პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს, მომხმარებელს უფრო კომფორტული სერვისები შესთავაზოს;
FeelReality – ვირტუალური რეალობის აპლიკაცია, რომელიც მუზეუმებს უფრო მეტად ინტერაქციულს ხდის.
დემო დღეზე მონაწილე სტარტაპეს შორის 6 ფინტექის მიმართულებისაა . საქართველოს ბანკის BOG Fintech-ი აღნიშნული სტარტაპებიდან საუკეთესოს გამოავლენს და მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.