სტარტაპების დემო დღე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებმა საკუთარი სტარტაპები მსხვილ კომპანიებსა და პოტენციურ პარტნიორებს წარუდგინეს.
პრეზენტაციით 35-მდე ჯგუფი წარსდგა, რომელთა უმეტესობაც კომპანიებმა სხვადასხვა პრიზებით, ტექნიკით და საპარტნიორო შეთავაზებებით დააჯილდოვეს. გამორჩეული სტარტაპები კი სრულად დაფინანსდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ IBM, Biblus, McCann, Connect, Palitra Media Holding, Syntax, Georgian Destitation Management, SkyHi, IT Association of Georgia.
აღნიშნულმა კომპანიებმა დაასაჩუქრეს სტუდენტები სხვა და სხვა საჩუქრებით, კომპიუტერით, დრონით, წიგნებით, სამოგზაურო ტურით, სასწავლო კურსებით და სხვა მრავალი პრიზით! განსაკუთრებული სტუდენტური სტარტაპი დაფინანსდა 14000 ლარის ფარგლებში.