სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის!
სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის:
კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ: ციფრული მარკეტინგის პროგრამის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში მოქმედი სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია

ვიგოს უნივერსიტეტი, ესპანეთი

ლუბლინის ეკონომიკისა და ინოვაციების უნივერსიტეტი, პოლონეთი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით/ცნობით – აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 800 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ლიეტუვური სამთავრობო სტიპენდიები
ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია: 550 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
შენიშვნა: გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ლიეტუვური სამთავრობო სტიპენდიების შესახებ შემდეგ ბმულზე
ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები
ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 1 აპრილის 12:00 საათისა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული), პროგრამის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს (Erasmus+, Bilateral Exchanges, Lithuanian Scholarships);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ)*
- პასპორტის ასლი
- ერაზმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამისთვის შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1, დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით; იხილეთ სასწავლო ხელშეკრულების შევსების გზამკვლევი)
- ლიეტუვური სამთავრობო სტიპენდიებისთვის შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 2)
- ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამისთვის შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 3)
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება: 0-10
- მოტივაცია: 0-10
- ზეპირი პრეზენტაცია/ენობრივი კომპეტენცია: 0-10
- მოწყვლადი ჯგუფები: 0-1
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
* ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ან/და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (და არც BTU-ში აქვთ ჩაბარებული ინგლისური/გერმანული ენის გამოცდა), შესაძლებლობა აქვთ ა/წ 20 მარტს დაწერონ ტესტი. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მეილზე: [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 18 მარტისა.
დამატებითი ინფორმაცია:
- მიმდინარე უნივერსიტეტების სიას შეიძლება დაემატოს ახალი უნივერსიტეტებიც. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ განცხადებას;
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 25 მარტს 14:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეოთხე სართულის სივრცეში. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.