Sphero
გუნდის წევრები: სალომე ნაფეტვარიძე, სალომე დუმბაძე, თორნიკე ბოლქვაძე, ირაკლი ყანდარელი.
SPHERO ტალანტების მართვის პლატფორმაა, რომლის მიზანია გააუმჯობესოს შრომის ბაზრის ხარისხი და ხელი შეუწყოს პერსონალურ კარიერულ განვითარებას, რისთვისაც აკავშირებს კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს, ინოვაციური რელევანტურობის ალგორითმის საშუალებით. მობილური აპლიკაციის საშუალებით, კომპანიები სწრაფად და მოქნილად, ზუსტად იმ სამუშაო ძალას მიწვდებიან, რომელიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს შეესაბამება. მეორე მხრივ კი, დასაქმების მაძიებლები შეძლებენ მათ შესაძლებლობებზე, გამოცდილებასა და მიზნებზე მორგებული დამსაქმებელი რამოდენიმე წუთში აღმოაჩინონ.