“SPARK”- ის პრეაქსელერატორი (დასრულებულია)
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თბილისის მერიის ბიზნეს აქსელერატორ სპარკთან პრე აქსელერაციის მიმართულებით თანამშრომლობს.
“სპარკისა” და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის მთავარი მიზანი სტუდენტური დასაქმება, მათი სტარტაპ იდეების განხორციელება და კომერციალიზაციამდე მიყვანის ხელშეწყობაა.
აქტივობები, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თბილისის მერიასა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსებულ პრეაქსელერატორ “სპარკთან” ერთად განახორციელა:
- სტუდენტური სტარტაპ იდეების აქსელერაცია;
- მონაწილეობა სტარტაპების დემო დღეზე;
- სწავლების მოდულის მხარდაჭერა ახალი ლიტერატურული რესურსებით;
- მოდულის სწავლებისთვის აკადემიური გუნდის სისტემატიური შევსება .
Tag:დასრულებულია