სოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარიული სკოლა Les Roches, საქართველოში სასწავლო პროგრამას ახორციელებს
მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches, საქართველოში სასწავლო პროგრამას ახორციელებს.
პირველად საქართველოში და რეგიონში, უმაღლესი რანგის საერთაშორისო სკოლამ, საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო. სკოლა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც Marbella -დან ჩამოსულმა Les Roches – წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
Les Roches – ს საქართველოში შემოსვლა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით მოხდა.
Les Roches პროგრამის ხელმძღვანელის, მანანა უგულავას განცხადებით, საქართველოს მიეცემა საშუალება გახდეს Les Roches- ს პროგრამის მიმწოდებელი, როგორც ლოკალური ბაზრისთვის, ასევე მოემსახუროს რეგიონს და აღმოსავლეთ ევროპას. მისივე განცხადებით, აღნიშნული სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღოს უმაღლესი თეორიული და პრაქტიკული განათლება ისე, რომ არ ჩამორჩენ თავიანთ საქმიანობას.
პროგრამას, რომელსაც Les Roches საქართველოში უკვე ახორციელებს, ეწოდება: მასპინძლობის მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამა აღმასრულებელთათვის, რის შედეგადაც გაიცემა Les Roches-ს დიპლომი. პროგრამა განკუთვნილია ტურიზმის სექტორში დასაქმებული საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის. აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ადეკვატური, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას სტუმართმასპინძლობის სფეროში და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის განვითარებას და მდგრადობას.