,,სილქნეტი’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი თანამშრომლობას იწყებენ
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია ,,სილქნეტი’’აქტიურად ახორციელებს სხვადსახვა საგანმანათლებლო პროექტებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან დაგეგმილია ახლადგახსნილი ტექნოლოგიების საკვირაო სკოლის BTU kids-ის ლექციების ვიდეო ვერსიის შექმნა და ,,სილქნეტის’’ საგანმანათლებლო არხზე განთავსება.
ბიზნესიისა და ტექნოლოგიების უნვერსიტეტის ბიბლიოთეკას კომპანია ,,სილქნეტისგან’’ საჩუქრად გადაეცა ჟურნალ “National Geographic”-ის მთლიანი ქართული გამოცემა, როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა ,,სილქნეტთან გაფორმებული კომუნიკე ბიზნესისა და განათლების სფეროებს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია, ამ ორი სფეროს ინტეგრაციით ქვეყანაში მოიმატებს კვალიფიციური კადრების რაოდენობა და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები’’.
თანამშრომლობის პირველ ეტაპზე მოხდება ,,სილქნეტში’’ დასაქმებული კადრების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და ასევე, უნივერსიტეტში გადამზადებული სხვა კადრების ინტეგრაცია ,,სილქნეტში’’.