სილიკონ ველი თბილსის სამუშაო სივრცე იხსნება!
სილიკონ ველი თბილსის სამუშაო სივრცე იხსნება!
აღჭურვილი უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით, მეგაკორპორაციებთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ იმუშაონ მათთვის საინტერესო პროექტებზე:
ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, მეგამონაცემთა დამუშავება.
სივრცე ოფიციალურად 13 საათიდან გაიხსნება და დაინტერესბულ სტუდენტებს ყოველ ორ საათში, 13,15,17 საათზებზე უმასპინძლებს.
19 საათზე გაიმართება პრეზენტაცია მაგისტრანტებისთვის. სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცის გახსნაზე, პარტნიორი კომპანიებისა და პროექტების გარდა, წარმოდგენილი იქნება სტუდენტების საინფორმაციო სტენდი და აბიტურიენტების მოსამზადებელი ფაკულტეტის საინფორმაციო სტენდი.
NASA და HP Inc.-ის მიერ, კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებში შექმნილი სივრცე აღჭურვილი იქნება უნიკალური ტექნოლოგიებით, რომლის გამოყენებით ქართველი და NASA-ს სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ.
ნივთების ინტერნეტი სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში! ტექნოლოგიური გიგანტი – IBM BTU-სთან ერთად ცხოვრების და მუშაობის მომავლის სტანდარტს დანერგავს.
ყოველდღიური ნივთებისა და ინტერნეტის ურთიერთკავშირით წარმოქმნილი უსასრულო ვირტუალური შესაძლებლობების შესახებ გაიგეთ მეტი 21 სექტემბრიდან, სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში ნივთების ინტერნეტი სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცეში!
ტექნოლოგიური გიგანტი – IBM BTU-სთან ერთად ცხოვრების და მუშაობის მომავლის სტანდარტს დანერგავს. BIG DATA ლაბორატორია სილიკონ ველი თბილისის სივრცეში აშშ-ს სილიკონ ველიში დაფუძნებული მულტინაციონალური კორპორაცია Splunk BTU-სთან ერთად მეგამონაცემების ძიების, მონიტორინგის და ანალიზის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობას სილიკონ ველი თბილისში განახორციელებს.