“სილიკონ ველი – თბილისში” ახალი სამუშაო სივრცე იხსნება
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.
100-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად, რომელთა შორისაა: Microsoft, HP, Google-ის და Apple-ის სასწავლო პროგრამები, IBM, Oracle, Symantec, Checkpiont, Splunk, Qlik და სხვა.
სამუშაო სივრცის მიზანი იქნება “სილიკონ ველი – თბილისის” პროექტის განვითარება. აღნიშნულ სივრცეში მსოფლიოში წამყვანი კომპანიები უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იმუშავებენ ისეთ მაღალტექნოლოგიურ პროექტებზე როგორიცაა: მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, “Big Data”, ვირტუალური რეალობა და სხვა.
ახალ სამუშაო სივრცეში პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად გაგრძელდება როგორც მიმდინარე პროექტებზე მუშაობა, ასევე ახალი სტარტაპების შექმნა, რომელიც გამიზნული იქნება გლობალური ბაზრებისათვის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, “სილიკონ ველი – თბილისის” პროექტის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა ხელს შეუწყობს, როგორც ინოვაციური პროექტების განვითარებას, ასევე სტუდენტების განათლებას უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებით და ახალგაზრდებს საკუთარი ახალი ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებას მისცემს. “სილიკონ ველი – თბილისის” ახალი სამუშაო სივრცე სექტემბრის თვიდან დაიწყებს ფუნციონირებას.