Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3 IBM-თან ერთად
Silicon Valley Tbilisi Challenge VOL3 IBM-თან ერთად
ციფრული კვლევების ჰაკათონი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რიგით მესამე სტუდენტურ ჰაკათონს მასპინძლობს. ჰაკათონის თემა კვლევების დიჯიტალიზაცია, მონაცემების შეგროვება და ვიზუალიზაციაა.მესამე ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორი კომპანია IBM გახდა. IBM-მა 2009 წელს კვლევების სტატისტიკური დამუშავების მსოფლიოში უმსხვილესი ანალიტიკური პროგრამა SPSS შეისყიდა.პარტნიორობის ფარგლებში BTU ს გამარჯვებულ გუნდს IBM დააჯილდოვებს, ასევე პროდუქტის განვითარებასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეუძლია, რომელთა შორის 2დან 4 წევრამდე გუნდი უნდა ფორმულირდეს.
ჰაკათონი 9-10 ოქტომბერს ჩატარდება და 48 საათის განმავლობაში საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებს. ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები, საბოლოოდ კი გუნდები გამართავენ Pintching-ს და ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა სხვადასხვა სისტემების გამოყენებით (Web, Database, AI) უნდა შექმნან პლატფორმა სადაც მოხდება კვლევების წარმოება, ანალიზი.
კონკურსანტების რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/2CC97ni
*შერჩეულმა გუნდებმა უნდა იქონიონ საკუთარი კომპიუტერები.
*ჰაკათონის მონაწილეებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს და საკვებს.