მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი ჰენლის მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, სილიკონ ველი თბილისის ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმავოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას. მეწარმეობის ცენტრის ჩართულობით უნივერსიტეტის სტუდენტები პირველი კურსიდან იწყებენ მეწარმეობის შესწავლას, ქმნიან საკუთარ სტარტაპებს და მუშაობენ მათ განვითარებაზე.
ყოველწლიურად, სტუდენტებსთვის იმართება სტარტაპების დემო დღე, სადაც სტუდენტებს აქვთ საშუალება წარადგინონ საკუთარი სტარტაპ იდეები ჟიურის და პოტენციური ინვესტორების წინაშე.
სტარტაპ კატალოგში წარმოდგენილია სტარტაპები, რომლებიც ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრთან თანამშრომლობენ სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში.