
საზაფხულო სკოლა EU for Energy Security and Renewable Energy.
საზაფხულო სკოლა BTU-ში: EU for Energy Security and Renewable Energy.
პროგრამა წარმოადგენს პრესტიჟული ჟან მონეს მოდულის EU-Energy-SSDP-ის გაგრძელებას და მიზნად ისახავს მონაწილეების ცოდნის გაღრმავებას ევროკავშირის როლის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოების და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.
პროგრამის მიმოხილვა:
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ენერგეტიკული უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტს, ევროკავშირის პოლიტას, სტრატეგიებსა და ინიციატივებს. კურსს გაუძღვებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული ექსპერტები, რომლებიც ინტერაქტიური ლექციებით, ვორქშოპებითა და დისკუსიებით ხელს შეუწყობენ კოლაბორაციულ სასწავლო პროცესს.
ძირითადი აქცენტები:
ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკების საფუძვლიანი ანალიზი;
მდგრადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობის და შედეგების განხილვა;
ევროკავშირის ინიციატივების მიმოხილვა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების წახალისების მიმართულებით;
დისკუსიები ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავალსა და ევროკავშირის როლზე;
ქსელის გაფართოების შესაძლებლობები პროფესიონალებთან და თანამონაწილეებთან;
უახლეს კვლევებსა და ქეისებზე წვდომა;
პრაქტიკული დავალებები და ჯგუფური პროექტები ცოდნის გასამყარებლად.
თარიღი: 14.07.2025
ხანგრძლივობა: 18 საათი (14.07.2025 – 16.07.2025)
ლოკაცია: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, თბილისი.
მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 8 ივლისი