სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი – ვაკანსია
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის გამართულად მუშაობის უზრინველოყოფა და კოტროლი;
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ორგანიზება და სასწავლო პროცესის ადმინისტრირება,სასწავლო პროცესის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო, საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- ცხრილების შედგენა, პროგრამების განმახორციელებლებთან სისტემატიური კომუნიკაცია, მათი აკადემიური დატვირთვის გაანგარიშება და განაწილების შემოწმება, შესაბამისი ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
- სასწავლო და საგამოცდო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი. შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დამკვირვებლების შერჩევისა და განაწილების ორგანიზება;
- სასწავლო პროცესის მსვლელობის სისტემატიური კონტროლი. პროცესში ჩართული ყველა მხარის კვლევა, შედეგების შეფასება და ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და მათი აღსრულების მონიტორინგი;
- სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით;
- საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის, მათ შორის მობილობის, ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების საორგანიზაციო და საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით ჩარიცხულ პირთა ბტუ-ს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება და გამოცემის შემდეგ მისი ასლის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენა;
- მაგისტრანტობის კანდიდატების ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ – გამოცდების ეროვნულ ცენტრში და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი ინფორმაციის მომზადება;
- დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე რექტორის ერთიან აქტთან ერთად სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენი დოკუმენტების მომზადება;
- საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია, სტუდენტთა პირადი საქმეების დაკომპლექტება, ბტუ-ს სტუდენტთა მონაცემთა ბაზის შექმნა;
- ყოველთვიურად აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ ჩატარებული საკონტაქტო საათების შედარება გეგმიურთან, ფინანსური სამსახურისთვის და ფაკულტეტის დეკანისთვის ინფორმაციის გადაცემა;
- სწავლების ყველა საფეხურის კვალიფიკაციის მინიჭების საკითხის შემსწავლელი კომისიების დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება ბრძანებისათვის;
- დიპლომის დანართების მომზადება, დიპლომებისა და დანართების გაცემის რეგისტრაცია;
- სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებთა და პროგრამების განმახორციელებელთა განცხადებების განხილვა, განცხადებებზე პასუხის და მოთხოვნილი ცნობების მომზადება;
- სტუდენტთა შიდასაუნივერსიტეტო ბაზით შეუფერხებელი სარგებლობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონტროლი;
- დადგენილ ვადებში სსიპ – განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- სსიპ – განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში მოთხოვნილი ინფორმაციის ასახვა და რეესტრის წარმოება.
სავალდებულო მოთხოვნები:
- არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ფლობა ჩაითვლება პრიორიტეტად.
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და დისციპლინირებულობა;
- კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე:
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ გამოცხადებული პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი.