საქართველოში ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინერგება.
საქართველოში ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტი ინერგება. სიახლეს ქართულ საგანმანათლებლო ბაზარს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სთავაზობს. ფინანსური განათლების ახალი სტანდარტის დასანერგად უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები გაერთიანდნენ. თანამშრომლობა შემდეგი მოდულების ფარგლებში შედგება: ფინტექი და სხვა ახალი საგნები, განახლებული და ქართულ ენაზე თარგმნილი ფინანსური ლიტერატურა, ფინანსური ქეისები, გაცვლითი და დასაქმების პროგრამები ფინანსებში, პარტნიორი ორგანიზაციების ფინანსური დეპარტამენტების ხელმძღვანელები ლექტორებად.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, მათ ქვეყანაში უკვე დანერგეს განათლების სრულად ახალი სტანდარტები, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ერთ სივრცეში მოქცევასა და ერთ მოდულად ჩამოყალიბებას გულისხმობდა. ახლა კი ინოვაციური სტანდარტები ფინანსების მიმართულებითაც დაინერგება.
პროექტის ფარგლებში ბიზნესისა ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან: KPMG Georgia, პროკრედიტ ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდი, საზოგადოება და ბანკები, ეროვნული ბანკი, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ბიდიო აკადემია.