საქართველოში გლობალური სტარტაპ ფონდი გაიხსნა
გლობალური სტარტაპ ფონდი სილიკონ ველი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. გლობალური სტარტაპ ფონდი საქართველოში სტარტაპების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში” ჩამოვიდნენ. ფონდი ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექ კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო. 100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს პირისპირ და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. 10 სტარტაპის წარმომადგენელმა საკუთარი წამოწყების პრეზენტაცია ჩაატარა, ინვესტორებს კი საშუალება მიეცათ, მათგან საუკეთესო შეერჩიათ. წარმატებულ ინვესტორებს შორის იმყოფებოდა ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმის Wix.com-ის წარმომადგენელი, ბოაზ ინბალი, რომელმაც აუდიტორიას კომპანიის მოკლე ისტორია და განვითარების გზები გააცნო.
ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი.
განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.
გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში.
გლობალური სტარტაპ ფონდის მხარდამჭერია ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.
„მოხარული ვართ, რომ ფუძნდება ფონდი, რომელიც იქნება საუკეთესო ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება ცოდნა იქცეს წარმატებულ პროექტად და საქართველოში დაბადებული პროექტი გახდეს აღიარებული.” – მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.
მედია დაფარვა:
https://www.youtube.com/watch?v=rm0CqX8ia_g
http://mes.gov.ge/content.php?id=9150&lang=geo
https://imedinews.ge/ge/ekonomika/107017/saqartveloshi-globaluri-startap-pondi-iqmneba
https://1tv.ge/news/israelis-silikon-vadis-investorebi-qartul-startapebs-daafinanseben/
https://commersant.ge/ge/post/israelis-silikon-vadis-investorebi-qartul-startapebs-daafinanseben
https://www.filemail.com/t/H6nbwlo1
https://marshalpress.ge/archives/239592
https://www.youtube.com/watch?v=-Rn6SSom6JY
https://www.youtube.com/watch?v=WbslX4N2znU