საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის, მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა, Safe Haven იწყება
საქართველოში ახალგაზრდა უკრაინელი ქალებისთვის, მეწარმეობისა და განათლების ერთწლიანი პროგრამა, Safe Haven იწყება.
BTU აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში უკრაინელ ქალებს ერთი სემესტრის განმავლობაში მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, სრული დაფინანსებით გადაამზადებს და ბენეფიციარებს ყველაზე მოთხოვნად სასწავლო კურსებს შესთავაზებს:
- ციფრული მარკეტინგი
- ბანკინგი
- ლიდერობა
- მარკეტინგი
- ინოვაციების მენეჯმენტი და სტარტაპი
- შესავალი მეწარმეობაში
- საზოგადოებასთან ურთიერთობა
- ორგანიზაციული ქცევა
- ბრენდინგი
- სამეწარმეო სამართალი
- პროექტების მენეჯმენტი
- სამუშაოს შესრულების მენეჯმენტი
- ინგლისური (B1)
- ბიზნეს ინგლისური (B2, C1)
პროგრამა ახალგაზრდა ქალებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები და შეისწავლონ ახალი, ყველაზე მზარდი მიმართულებები.