საქართველოს ტექნოლოგიური ჰაბის ფორმირებისთვის აშშ-ს სტრატეგიული ცენტრი BTU-სთან ერთად მასშტაბურ გეგმებს განახორციელებს
აშშ-ში დაფუძნებული სტრატეგიული ცენტრი StrategEast ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი გახდა. საქართველოში ტექნოლოგიური ჰაბის ფორმირების პროცესში თანამშრომლობა, სტუდენტების გადამზადება ტექნოლოგიების მიმართულებით, მათი დასაქმება მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში, ერთობლივი რეგიონალური კონფერენციების გამართვა და ერთობლივი კვლევების განხორციელება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაცხადებული გეგმებია.
შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე, StrategEast-ის და EPAM-ის მიერ ფორმირებულ აიტი ჰაბში მიმდინარე გადამზადების პროგრამაში BTU-ს სტუდენტები სრული დაფინანსებით ჩაერთვებიან. გადამზადების პროგრამა მალე აიღებს სტარტს და მოიცავს 5 ძირითად მიმართულებას: Frontend დეველოპმენტი, ASP.net დეველოპმენტი, Java დეველოპმენტი, Android აპლიკაციების დეველოპმენტი და QA ინჟინერი. გადამზადების პროგრამა გაიმართება ინჟინერიის მსოფლიოს მოწინავე კომპანია EPAM-ის ექსპერტების მიერ. პროგრამის გავლის შემდეგ, კი უკლებლივ ყველა კანდიდატი, დასაქმდება ცენტრის პარტნიორ, საერთაშორისო კომპანიებში.