,,საქართველოს რკინიგზა” ახალ ტექნოლოგიებზე გადადის
კომუნიკეს ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის” ციფრულ ტექნოლოგიებზე გადაყვანის პროცესში,კერძოდ ,,სილიკონ ველი თბილისის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გადაამზადებს ,,საქართველოს რკინიგზის” თანამშრომლებს და ასევე მონაწილეობას მიიღებს ,,საქართველოს რკინიგზაში’’ მართვის სხვადასხვა საერთაშორისო ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში.
,,საქართველოს რკინიგზის’’ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბიზნესისა და განათლების სფეროს თანამშრომლობა არის სრულიად ახალი მიდგომა, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და დასაქმებას ტექნოლოგიების სფეროში. თანამშრომლობის ეს მოდელი ხელს შეუწყობს ქვეყანას გახდეს ტექნოლოგიებისა და განათლების იმპორტიორი რეგიონში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაფორმებული კომუნიკეს ფარგლებში უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ,,საქართველოს რკინიგზის’’ გლობალური მართვის ციფრული სისტემის დანერგვის პროცესში, გადაამზადებს კადრებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ,,საქართველოს რკინიგზის’’ სხვადასხვა პროექტებში.
კომუნიკე ასევე ითვალისწინებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით ერთობლივი ლექცია-სემინარებისა და სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას.
,,საქართველოს რკინიგზისა’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრაქტიკული თანამშრომლობა მომავალი კვირიდან დაიწყება.
*****
,,სილიკონ ველის’’ მგზავრთა გადაყვანის მომსახურებისთის 2016 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფორმდა 500 მილიონი დოლარის ხელშეკრულება ,,Stadler’’-ის სამგზვრო მატარებლების შეძენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ,,სილიკონ ველზე’’ მოძრავი ,,Stadler’’-ი წელს საქართველოში შემოყვანილი მატარებლების ანალოგია.