საქართველოს მეწარმეობის ცენტრი აცხადებს მიღებას ტექ-ვორკშოპებში მონაწილეობისთვის
ტექ-ვორკშოპები სტარტაპებისთვის: ვორკშოპების სერიის განმავლობაში სტარტაპერები აიმაღლებენ გრაფიკული დიზაინის ცოდნას და უკეთ დაეფულებიან Adobe Illustrator-ს, შექმნიან საკუთარ ვებ-გვერდს და გაეცნობიან ინტერფეის დიზაინის საფუძვლებს.
რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: http://bit.do/fiH5Y
• ვორკშოპები ჩატარდება 11-20 დეკემბერს, 19:00-22:00 საათზე, BTU-ს კამპუსში;
• რეგისტრაციის ბოლო ვადაა 6 დეკემბერი;
• ადგილები შეზღუდულია და რეგისტრაცია მოხდება რიგის მიხედვით;
• გრაფიკული დიზაინის სესიებისთვის საჭიროა ილუსტრატორის მინიმალური საბაზისო ცოდნა.
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს პროექტ “შემოქმედებითი ნაპერწკალის” ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსტეტის და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პარტნიორობით.