![სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის ! 1 47dfed9bba3ef9b366515afde7871429](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/47dfed9bba3ef9b366515afde7871429.png)
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის !
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრანტობის მსურველმა:
• უნდა ჩააბაროს საერთო სამაგისტრო გამოცდის B ტიპის ტესტი და ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან გადალახოს სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
• გაიაროს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირება ინგლისურ ენაში ან წარმოაადგინოს B1 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოეთში ან საქართველოში ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
• ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი იწყებს მაგისტრობის მსურველთა გადამზადებას საერთო სამაგისტრო გამოცდის B ტიპის ტესტის ოთხივე კომპონენტში
(წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა)
ასევე, სრულიად უფასოდ მოსამზადებელი კურსი მაგისტრატურაზე ჩაბარების მსურველთათვის ჩატარდება ინგლისურ ენაში.