![საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების შესახებ 1 48bb1ea344175470fe0519d0a3e6d4a8](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/48bb1ea344175470fe0519d0a3e6d4a8.jpg)
საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების შესახებ
საინფორმაციო შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიების შესახებ
ა/წ 17 ოქტომბერს 16:00 საათზე სილიკონ ველი სივრცეში DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა-ბატონმა გებჰარდ როილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა და ბტუ-ს სტუდენტებსა და პერსონალს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის 2020/2021 სასწავლო წლის სტიპენდიები გააცნო.
DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური უკვე 30 წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს და ყოველწლიურად 100-ე მეტ ინდივიდუალურ სტიპენდიას გასცემს სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისთვის, რომელთაც ამ სახით გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობა ეძლევათ.