საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების უნიკალური სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების უნიკალური სამაგისტრო პროგრამა ბინზესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის შეთავაზებაა მაგისტრანტებისთვის. პროგრამა BTU-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს, რომელთაც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების, დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და სხვა მომიჯნავე საკითხების გარშემო, სისტემური ცოდნა აქვთ, კარგად ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ წარმატებით იმუშაონ უსაფრთხოების სექტორში.
სამაგისტრო პროგრამა შემდეგ სასწავლო კომპონენტებს აერთიანებს:
- უსაფრთხოების გამოწვევები, საფრთხეები და თანამედროვე ტექნოლოგიები;
- კიბერუსაფრთხოება;
- დაზვერვა ომსა და მშვიდობაში;
- საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პოლიტიკა პოლიტიკა;
- ეკონომიკური უსაფრთხოება;
- გეოპოლიტიკა;
- დაზვერვის როლი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში;
- ღია წყაროების ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი;
- ომი და სტრატეგია;
- ეროვნული უსაფრთხოების ფორმირების პრინციპები;
- გაერთიანებული სადაზვერვო ოპერაციების პრინციპები;
- საერთაშორისო ტერორიზმი;
- საქართველო და ევროპული აზროვნების საფუძვლები;
- დემოკრატიული ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორზე;
- ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკა.
საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმდეს თავდაცვის, უშიშროების, დაზვერვის, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, აკადემიურ სფეროში ან კერძო სექტორში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრთან ერთად პროგრამის ადგილობრივ პარტნიორებსა და დამსაქმებლებს შორის არის: საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კიბერუსაფრთხოების ბიურო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ციფრული მმართველობის სააგენტო და სხვა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა სასწავლო პროგრამების მსგავსად, აღნიშნული პროგრამაც იძლება ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობას.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორი ტუშას უნივერსიტეტი (იტალია) საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს სთავაზობს დიპლომს, გაცვლითი პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში.
პროგრამა აკრედიტებულია და მას უმაღლესი შეფასებები აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
პროგრამის ფარგლებში გასულ წელს სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება მოხდა. სტუდენტთა მიღება საერთო სამაგისტრო გამოცდების და შიდა სპეციალობის გამოცდის მიხედვით ხდება. პროგრამის ღირებულება 2250 ლარია. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებელია სწავლის სრული დაფინანსების მოპოვება სახელმწიფოს მხრიდან.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ღია კარის დღეებზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.