საერთაშორისო უსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები: მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | ||
I |
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 26.08-02.09.2024 | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/ | |
II |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 04.09.2024 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) | |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 05.09.2024 | www.btu.edu.ge | ||
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | ||||
საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 06.09.2024 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: admis[email protected] |
||
შედეგების გამოცხადება | 09.09.2024 | www.btu.edu.ge |
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები | |||
III |
შიდა გამოცდა (წერითი კომპონენტი) | 10.09.2024 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება |
შიდა გამოცდა (ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება) | 11.09.-12.09.2024 | ||
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება
* ცვლილება რექტორის ბრძანებით (N 02-230 13.09.2024), კერძოდ, შიდა გამოცდების შედეგების გამოცხადება 16.09.2024 |
13.09.2024 | www.btu.edu.ge | |
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება: | |||
საპრეტენზიო განცხადების მიღება
* ცვლილება რექტორის ბრძანებით (N 02-230 13.09.2024), კერძოდ, შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება: საპრეტენზიო განცხადების მიღება 17.09.2024 |
14.09.2024 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ.
email: admis[email protected] |
|
საბოლოო შედეგების გამოცხადება
*ცვლილება რექტორის ბრძანებით (N 02-230 13.09.2024), კერძოდ, საბოლოო შედეგების გამოცხადება 18.09.2024. |
16.09.2024 | www.btu.edu.ge | |
IV | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა | არაუგვიანეს
19.09.2024 |
ელექტრონულად |
V | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 20.09.2024 | – |
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვ.;
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. ( საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ პროგრამის აღწერაში);
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე;
- ბიზნესის ადმინისტრირების და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ გასაუბრების შედეგების მიხედვით;
- ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით;
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).