საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა
საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – სამაგისტრო პროგრამა
ეტაპი | ვადა/თარიღი | შენიშვნა | |
I | მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება | 21.08-29.08.2023 23:59-მდე | საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/
29 აგვისტოს 23:59 მდე |
II | შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში | 31.08.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
გამოცდის შედეგების გამოცხადება | 02.09.2023 | www.btu.edu.ge | |
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: | |||
საპრეტენზიო განაცხადების მიღება | 04.09.2023 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | |
შედეგების გამოცხადება | 05.09.2023 | www.btu.edu.ge |
შიდა გამოცდის თარიღები: სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები | |||
III | შიდა გამოცდა (წერითი კომპონენტი) | 06.09.2023 | მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
შიდა გამოცდა (ზეპირი კომპონენტი/გასაუბრება) | 07.09.-09.09.2023 | ||
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება | 11.09.2023 | www.btu.edu.ge | |
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება: | |||
საპრეტენზიო განცხადების მიღება | 12.09.2023 | სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ. email: [email protected] | |
საბოლოო შედეგების გამოცხადება | 13.09.2023 | www.btu.edu.ge | |
IV | სტუდენტის ხელშეკრულებების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა | არაუგვიანეს 14.09.2023 | ელექტრონულად |
V | ჩარიცხვის ერთიანი აქტის გამოცემა | 15.09.2023 | – |
VI | უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის ასახვა | კანონმდებლობით დადგენილ ვადაში | – |
მისაღები სტუდენტების რაოდენობა: 50
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები სამაგისტრო პროგრამაზე წარმატებით, უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტო გამოცდა – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი;
- გასაუბრება/გამოცდა სპეციალობაში.
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- ფოტოსურათი 3×4;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი);
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი და დიპლომის დანართის ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ და ნიშნების ფურცელი (ხელშეკულრების გაფორმებამდე სავალდებულოა სარეგისტრაციო ბაზაში დიპლომის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ.;
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“);
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები (იხ. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შიდა გამოცდაზე ქცევის და შეფასების წესი“); ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე; იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს გასაუბრების და სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით; საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82
საკონტაქტო ტელ.: (+99532) 2 195 015
ვებგვერდი: www.btu.edu.ge
ელ.ფოსტა: [email protected]
სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 სთ