საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გერმანიის კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2022 წლის 2-11 სექტემბერს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას – „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“ (Ethical Decision Making in a disruptive World) უმასპინძლა.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლას, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება, გერმანული უნივერსიტეტის პროფესორები მაგდალენა შტულბი და გაბრიელა ვოლფი ხელმძღვანელობდნენ. სხვადასხვა წლებში საზაფხულო სკოლის მხარდამჭერები გახლდათ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური.
თეორიული სწავლების პარალელურად, საზაფხულო სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ პირადად შეხვედროდნენ და პრაქტიკული კვლევა ჩაეტარებინათ რამდენიმე ქართულ ბიზნეს კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან; მათ შორის: თეგეტა მოტორსი, Phubber, Tbilisi Pride, Agronnect