საერთაშორისო კონკურსი – Big Idea Challenge
ბრიტანეთის საბჭოს პროექტ შემოქმედებითი ნაპერწკალის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კონკურსი Big Idea Challenge ტარდება 8 ქვეყნის მასშტაბით და მოიცავს 4 კატეგორიას: digital technologies, social impact, creative & climate change.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბრიტანეთის საბჭოს პარტნიორი ორგანიზაციების ბენეფიციარებს, რომლებიც არიან 18-დან 35 წლამდე და აქვთ საინტერესო ბიზნეს იდეა. მონაწილეები ფასდებიან აპლიკაციისა და 1 წუთიანი ვიდეო პრეზენტაციის საფუძველზე (ინგლისურ ენაზე). ვიდეო უნდა მოიცავდეს ინფორმაციას 4 ძირითადი კომპონენტის შესახებ: პრობლემა, იდეა, სამიზნე აუდიტორია, შემოსავლის წყაროები.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://creativespark-bigidea.uk/
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეა აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს და გსურთ შეავსოთ აპლიკაცია როგორც BTU-ს ბენეფიციარმა, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა 27 თებერვლამდე.