როგორ დავსაქმდეთ მარტივად? – ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
პროფესიული ზრდის პოტენციალი, კარიერული განვითარების დიდი შესაძლებლობები და ლიდერული უნარები – ეს სწორედ ის უნარებია, რომელსაც თქვენ ან თქვენი აბიტურიენტი შვილი ბიზნესის ადმინისტრირებაზე სწავლით მიიღებთ. ზოგადად, ბიზნესის ადმინისტრირება მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამაა. მის პოპულარობას განაპირობებს ის, რომ ბიზნესსაქმიანობის დაწყება და თუნდაც მცირე სტარტაპის შექმნა, მეორე მხრივ კი, სხვადასხვა მიმართულებით მაღალი რგოლის მენეჯმენტში მუშაობა საკმაოდ მაღალშემოსვალიანი და პრესტიჟულია.ბიზნესის ადმინისტრირება საქართველოში რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლება. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საბაკალავრო
პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი. ეს არის პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულს ანიჭებს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტი სწავლობს არა მხოლოდ ბიზნესის ადმინისტრირებას, არამედ მასში ტექნოლოგიების გამოყენების ყველაზე ეფექტურ გზებს. კურსდამთავრებული იღებს ცოდნას, ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებითაც შეძლებს განახორციელოს ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. კურსი ისეა დაგეგმილი, რომ ხელს უწყობს ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, რაც ბიზნესის წარმატებით მართვისთვის აუცილებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტი მიიღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ცოდნის უნიკალურ სინთეზსს, რის გარეშეც 21-ე საუკუნეში წარმატებული საქმიანობა ფაქტობრივად გამორიცხულია.
სასწავლო პროგრამა მაქსიმალურად განათლებისა და დასაქმების ბაზრის უახლეს მოთხოვნებზეა მორგებული. პარალელურად კი სტუდენტებს ბოლო აკადემიური წლის საზღვარგარეთ, BTU-ს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობაც აქვთ. ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიღების შეთავაზება უნივერსიტეტის სტრატეგიის კიდევ ერთი მთავარი ნაწილია. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობისა და ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებების ფარგლებში სტუდენტებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ სრულად ან/და ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 1 ან 2 სემესტრი გაატარონ პარტნიორ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში.BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია; ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო; სტეფორდშირის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე სიანტერესო ფაქტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ეს ნამდვილად ის პროგრამაა, რომელსაც ეძებდით.
- გაცვლითი პროგრამებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით გამგზავრების შესაძლებლობა; ასევე, სრული დაფინანსება საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსებსა და გადამზადების პროგრამებზე მსხვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან;
- კარიერული განვითარების ცენტრის დახმარების შესაძლებლობა: CV შედგენა, სიმულაციური გასაუბრებები;
- სწავლის სრული დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა სახელმწიფოს მხრიდან;
- ხარისხიანი განათლება ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად, პროგრამის წლიური საფასური 2250 ლარი;
- სტუდენტური სტიპენდიების, სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა;
- სტარტაპ ეკოსისტემასთან და სხვადასხვა ბიზნესინდუსტრიებთან პირდაპირი კავშირების დამყარების უნიკალური შესაძლებლობა;
- მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიებით და ინოვაციური ცენტრებით სარგებლობის შესაძლებლობა;
- მსოფლიოს მოწინავე კორპორაციებთან ერთად დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- მსხვილი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებთან პირდაპირი შეხვედრები;
- შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა საგნები ისწავლონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დამატებით ჩააბარონ გამოცდა, რომელიც აღნიშნულ სფეროში, მსოფლიოში აღიარებულ სერტიფიკატს მოაპოვებინებს მათ. შეთავაზებული კურსების ჩამონათვალი კი ასეთია: Agile, Scrum, Lean საერთაშორისო სერტიფიცირების სტანდარტები მენეჯმენტში და პროექტების მართვაში, HP Life სტანდარტი მეწარმეობაში, ACCA სტანდარტი ფინანსებში, ABPM სტანდარტიოპერაციების მართვაში, IELTS სტანდარტი ინგლისურ ენაში.
BTU-ს საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით. კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი – 1950101. ჩასაბარებელი საგნები – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მათემატიკა ან ისტორია. ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არის 450, მათემატიკის ჩაბარების მსურველთათვის – 330 ადგილი, ისტორიის კი – 120.