როდესაც მრავალეროვნული კომპანიები შედიან ახალ ბაზრებზე, ისინი ადგილობრივი რეგულაციების და კულტურული მოლოდინების რთულ ლაბირინთში გადიან. ეს ქეისი განიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან კომპანიები გლობალურ სტანდარტებსა და ადგილობრივ ნორმებს შორის ბალანსის შენარჩუნებისას, და გვთავაზობს სტრატეგიებს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ კომპანიებს წარმატებით შეაღწიონ ახალ ბაზრებზე ძირითადი ღირებულებების ან ეფექტურობის კომპრომისის გარეშე.
ადგილობრივ ბაზრებზე არსებული გამოწვევები გლობალური კომპანიებისთვის
როდესაც მრავალეროვნული კომპანიები შედიან ახალ საერთაშორისო ბაზრებზე, ისინი დგებიან მრავალი გამოწვევის წინაშე, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ ფორმალურ და არაოფიციალურ წესებთან. ეს წესები, რომლებიც მოიცავს როგორც კანონებსა და რეგულაციებს, ასევე კულტურულ ნორმებსა და სოციალურ მოლოდინებს, ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ბაზარზე და მენეჯერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი ახალი ბაზრის დინამიკაში. ადგილობრივი წესების დაცვა ხშირად აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის, მაგრამ, ამავდროულად, კომპანიის გლობალური სტრატეგიების ინტეგრაციამაც შეიძლება დამატებითი სირთულეები შექმნას.
ადგილობრივი და გლობალური ინტერესების ბალანსი
ხშირად, როდესაც საერთაშორისო კომპანიები ცდილობენ ახალ ადგილზე ადაპტირებას, ისინი დგანან დილემის წინაშე, რომელიც გულისხმობს გლობალური სტანდარტების შენარჩუნებასა და ადგილობრივ წესებთან შესაბამისობას. ერთი მხრივ, კომპანიის საერთაშორისო ოპერაციები და სტანდარტები ქმნის კონკურენტულ უპირატესობას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივ ბაზრებზე ადაპტირება აუცილებელია ახალი პროდუქტებისა და სერვისების წარმატებისთვის.
მაგალითად, მრავალეროვნული კომპანიები ხშირად აწყდებიან გადაწყვეტილების მიღების სირთულეს, როდესაც არჩევანის წინაშე დგანან – უნდა შეინარჩუნონ თავიანთი გლობალური სტანდარტები და ინტეგრაცია, თუ მოერგონ ადგილობრივ ნორმებსა და ინსტიტუტებს? რა სტრატეგიები და ტაქტიკები შეიძლება გამოიყენონ წარმატების მისაღწევად?
სტრატეგიები და ტაქტიკები ადგილობრივი წესების მართვაში
- თავის არიდება (Avoid)
ზოგჯერ, კომპანიები იყენებენ ადგილობრივი წესების იგნორირების ტაქტიკას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ გაურკვევლობა ადგილობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ეს ტაქტიკა ხშირად წარმატებულია, როდესაც კომპანიის პოზიცია ახალ ბაზარზე საშუალებას აძლევს მას, არ შეეხოს ადგილობრივ წესებს და აქტიურად გააკეთოს ის, რასაც სხვები ვერ ახერხებენ.
მაგალითად, შვედურმა კომპანიამ Autoliv, რომელიც მუშაობდა უსაფრთხოების სისტემებზე, კერძოდ, ავტომობილების ჰაერის ბალიშებზე, წარმატებით შეაღწია აშშ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა კონკურენტებმა ამ ინოვაციას წინააღმდეგობა გაუწიეს. კომპანიას უცხოურის პოზიცია დაეხმარა , რომ გაეთვალისწინებინა ადგილობრივი წესების სისუსტეები და გამოეყენებინა ის თავის სასარგებლოდ. - შეცვლა (Alter)
ზოგიერთი კომპანია იყენებს წინა ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებას ახალ ბაზრებთან ადაპტირებისთვის. ეს ტაქტიკა განსაკუთრებით კარგია მაშინ, როდესაც ადგილობრივი წესებთან კონფლიქტი ზომიერია და შესაძლებელია ინტეგრაციის შენარჩუნება.
მაგალითად, Volvo Trucks-მა გერმანიაში მიღებული გამოცდილება გამოიყენა საფრანგეთის ბაზარზე, სადაც მათ ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეიტანეს მცირე ცვლილებებით. კომპანიამ მხოლოდ მინიმალური ცვლილებები შეიტანა პროგრამულ უზრუნველყოფაში, რათა ადგილობრივი გზების პირობებთან მოერგო ტექნოლოგია. ეს მეთოდი დაეხმარა Volvo-ს, სწრაფად მიეღწია წარმატებისათვის ფრანგულ ბაზარზე. - ადაპტირება (Adapt)
ადაპტირება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტრატეგიაა, როდესაც კომპანიები ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქტი ან მომსახურება ადგილობრივ წესებს შეუსაბამონ. ეს ტაქტიკა განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც ადგილობრივი წესების უგულებელყოფა დიდი რისკის მატარებელია და საჭიროა ადგილობრივ ნორმებთან შესაბამისობა.
მაგალითად, ნორვეგიული კომპანია Tomra, რომელიც წარმოადგენს გადამუშავების ავტომატიზებული სისტემების გლობალურ ლიდერს, აშშ-ში დიდი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა. ადგილობრივი კომპანიები და სოციალური ჯგუფები ეწინააღმდეგებოდნენ გადამუშავების ახალი სისტემის შემოღებას, რადგან მათთვის ეს იყო უცხო პროცესი. Tomra-მ მოახდინა ადაპტაცია და დაიწყო იმ შტატებში მუშაობა, სადაც უკვე არსებობდა საკანონმდებლო მხარდაჭერა ბოთლების რეციკლირებისთვის. ამგვარმა მიდგომამ მისცა მათ საშუალება, რომ დაეფუძნებინათ თავიანთი მომსახურება აშშ-ში. - იმიტაცია (Imitate)
იმიტაცია გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კომპანიას შეუძლია, ადვილად მოერგოს ადგილობრივ ბაზარს მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. ეს ტაქტიკა კომპანიისთვის ეფექტურია იმ ბაზრებზე, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა ხელსაყრელია.
მაგალითად, შვედურმა DeLaval-მა, რომელმაც განავითარა რძის წარმოების ანალიზის სისტემა, იმიტაციის ტაქტიკით წარმატებით განახორციელა თავისი სტანდარტული მიდგომა ფრანგულ ბაზარზე, თითქმის ცვლილებების გარეშე. - გავლენის მოხდენა (Influence)
ზოგჯერ კომპანიებს სჭირდებათ, ადგილობრივ ნორმებთან შესაბამისობის გასაუმჯობესებლად და რეგულაციებთან დაკავშირებით კანონმდებლებს ან ინდუსტრიულ ჯგუფებს აზრი შეაცვლევინონ.
მაგალითად, Volvo Trucks-მა დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა აშშ-ში ტრადიციულად დამკვიდრებული მიდგომები შეეცვალა და ახალი გადაცემათა კოლოფი მიეღოთ. კომპანიამ მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, მათ შორის ავტოჟურნალისტებსა და დისტრიბუტორებთან, რათა გაეძლიერებინა თავისი პოზიციები ბაზარზე. - ინოვაცია (Innovate)
ეს არის ტაქტიკა, როდესაც კომპანიები არა მხოლოდ თავიანთი სტრატეგიის ადგილობრივ ბაზარზე ადაპტირებას ახორციელებენ, არამედ აქტიურად ცდილობენ შეცვალონ ადგილობრივი კანონები და ნორმები, რომ ხელი შეუწყონ თავიანთ პროდუქტებს.
მაგალითად, Ericsson-მა, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე შევიდა, აქტიურად იმუშავა ადგილობრივ მთავრობებთან, რათა დახმარებოდა მათ მობილური ტელეკომუნიკაციების რეგულაციებისა და ტექნიკური სტანდარტების განვითარებაში.
დასკვნა
მრავალეროვნული კომპანიების წარმატების გასაღები მოქნილობისა და ინოვაციურობის უნარია, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოერგონ ადგილობრივ წესებს ისე, რომ არ დაკარგონ თავიანთი გლობალური კონკურენტული უპირატესობა. თითოეულ ბაზარს სჭირდება უნიკალური მიდგომა, ხოლო კომპანიის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამყარებს იგი ბალანსს გლობალური სტანდარტებსა და ადგილობრივი ნორმების მოთხოვნებს შორის. ეფექტური სტრატეგიებისა და ტაქტიკების გამოყენება, როგორებიცაა თავიდან არიდება, შეცვლა, ადაპტირება, იმიტაცია, გავლენა და ინოვაცია, არის გზა, რომლითაც კომპანიებს შეუძლიათ წარმატებით მართონ ადგილობრივი ინსტიტუტები და ნორმები.
წყარო: HBR.org