BTU-სა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანი იქნება და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეეძლებათ. პირველი ეტაპზე ამოცანები გამოქვეყნდება ონლაინ და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ აღნიშნულ ამოცანებზე. მეორე ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ პირველი ეტაპის წარმატებული მონაწილეები. ფინალში კი 9 აბიტურიენტი მიიღებს მონაწილეობას.
მათემატიკის ახალი ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდება და გამარჯვებული აბიტურიენტები და მათი მასწავლებლები დაჯილდოვდებიან:
პირველი ადგილი: 1000 ლარი აბიტურიენტს + 1000 ლარი მათემატიკის მასწავლებელს;
მეორე ადგილი: 700 ლარი აბიტურიენტს + 700 ლარი მათემატიკის მასწავლებელს,
მესამე ადგილი: 500 ლარი აბიტურიენტს + 500 ლარი მათემატიკის მასწავლებელს.
პირველი ეტაპი ჩატარდება – 17 თებერვალი, 2021 წელი
მეორე ეტაპი ჩატარდება – 18 მარტი, 2021 წელი
მესამე ეტაპი ჩატარდება – 12 მაისი, 2021 წელი