“რა ფაქტორები მოქმედებს ველოსიპედით გადაადგილებაზე?ემპირიული ანალიზი თბილისსა და ვარშავაში” – კვლევის პრეზენტაცია BTU-ში
3 ივნისს 19:00 საათზე ველოსიპედის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართება კვლევის, “რა ფაქტორები მოქმედებს ველოსიპედით გადაადგილებაზე?ემპირიული ანალიზი თბილისსა და ვარშავაში” პრეზენტაცია.
აღნიშნული ნაშრომი, გამოქვეყნებულია პოლონურ მაღალრეიტინგულ ჟურნალში, რომელიც Scopus-შია ინდექსირებული და იკვლევს ველოსიპედის ენთუზიასტებს თბილისსა და ვარშავაში.
პრეზენტაციაზე ავტორები სიღრმისეულად მიმოიხილავენ დასკვნებს, რასაც მოჰყვება დისკუსიის სესია. ასევე დაგეგმილია ველოსიპედის ტარების სემინარს მსურველებისთვის.
დასწრება თავისუფალია, შეხვედრა ჩატარდება ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტში, მეოთხე სართულის სამუშაო სივრცეში.