ქუჯი ბიჭია
ქუჯი ბიჭია არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, სამეცნიერო ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესის“ რედაქტორი. წლებია, ქუჯი ბიჭია აქტიურად არის ჩართული პედაგოგიურ და პრაქტიკულ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ეკონომიკის მიმართულებით. არის 10-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, 10-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მომხსენებელი, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის მონაწილე.
ქუჯი ბიჭია ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: “ავტომობილების ელექტროფიცირების გრძელვადიანი გავლენა ნავთობის ბაზარზე”.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის ქუჯი ბიჭიას სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია:
- ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში (მარი კიური სკლადოვსკას უნივერსიტეტი (პოლონეთი)) განხორციელებული მოკლევადიანი ვიზიტები ერთობლივი პროექტების, კვლევების, ინიციატივების ინიცირების მიზნით მონაცემთა ანალიზისა და თამაშთა თეორიის მიმართულებით.