ყოველი ხუთიდან ორ ბიზნესს არ გააჩნია სამოქმედო გეგმა კორონავირუსის ეპიდემიის სამართავად
მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთი ვირუსის გავრცელების ზრდის შენელებაზე გადავიდა ვიდრე მის სრულ შეკავებაზე, ბრიტანეთის ერთერთმა უმსხვილესმა გამომცემლობამ People Management-მა და პერსონალის და განვითარების ინსტიტუტმა CIPD გამოქვეყნა კვლევა იმის თაობაზე თუ როგორ რეაგირებენ ადამიანური რესურსების სამსახურში მომუშავე სპეციალისტები არსებულ სიტუაციაზე.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, ყოველი ხუთიდან ორ ორგანიზაციას არ გააჩნია სამოქმედო გეგმა კორონავირუსის ეპიდემიის დასაძლევად.
რადგანაც დიდი ბრიტანეთი კოვიდ-19ის ‘შეფერხების’ ფაზაში გადადის, People Management-მა და CIPD-მ ერთობლივად 640ზე მეტი HR-პროფესიონალი გამოკითხეს იმის გასარკვევად თუ როგორ უმკლავდებოდნენ ისინი ვირუსით გამოწვეულ საფრთხეებს რომლის წინაშეც არა მარტო მათი პერსონალი არამედ ბიზნესიც აღმოჩნდა.
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებმა ისაუბრეს თანმიმდევრულ და უწყვეტ დაგეგმვაზე, ბიულეტენსა და თვით-იზოლაციაზე, კვლევის შედეგები კი მთელი კვირის განმავლობაში ქვეყნდებოდა People Managment-ის მიერ.
როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხული HR სპეციალისტების თითქმის ორ მეხუთედს (39 %) ჯერ არ აქვს შემუშავებული კორონა ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიული ბიზნეს გეგმა.
რესპოდენტთა ნახევარმა განაცხადა რომ მათ ჰქონდათ კომპლექსური ან მეტნაკლებად კომპლექსური მზაობა პანდემიასთან გასამკლავებლად საკუთარ ორგანიზაციებში ვირუსის აფეთქებამდე, ხოლო მეხუთედზე მეტმა (21%) განაცხადა რომ საერთოდ არ იყვნენ მზად არსებული გამოწვევისთვის, დარჩენილმა 29 პროცენტმა კი აღიარა რომ მათი მზადყოფნის დონე არ იყო სათანადო.
ჰენლის ბიზნეს სკოლის პროფესორმა პოლიტიკის, მმართველობისა და ეთიკის დარგში ნადა კაპანაძემ განაცხადა რომ შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი იყო, თუმცა იგი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი იმის თაობაზე თუ რამდენად ფართოდ გამოყენებადი და განხორციელებადი იქნება ასეთი გეგმები სინამდვილეში
მისი ვარაუდით მსგავსი სამოქმედო გეგმები ხშირად უფრო თანამშრომელთა ნდობის ამაღლებისკენაა მიმართული და ნაკლებად არის დაცდილი მეთოდი.
ზოგიერთი ბიზნესის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმის არ არსებობამ შეიძლება კარგად წარმოაჩინოს ამ ორგანიზაციის არსი და აიძულოს ის ჩვეულებრივ გააგრძელოს ბრძოლა არსებობისთვის – დასძენს ნადა კაპანაძე.
ნებისმიერი წარმოება, დაწყებული საცხობიდან და დამთავრებული ბევრად უფრო მსხვილი ორგანიზაციით, იძულებულია გააგრძელოს მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანი წარმოება გაჩერდება – აცხადებს ის და აღნიშნავს რომ ბევრ სექტორს არ აქვს შესაძლებლობა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანოს საკუთარი პერსონალი ისე რომ არ შეწყვიტოს საკუთარი ბიზნეს საქმიანობა.
რისი გაკეთება შეუძლია ბიზნესს გარდა იმისა რომ შეინარჩუნონ საღი აზრი და მიიღოს სიფრთხილის ძირითადი ზომები, რომლებიც გამუდმებით შუქდება მედიაში? – ამბობს ის.
ქრანფილდის მენეჯმენტის სკოლის პროფესორმა მიწოდების ჯაჭვის სტრატეგიის დარგში, რიჩარდ უაილდინგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს რომ მცრე ბიზნესს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება დასახოს ფართო-მასშტაბიანი და სტრატეგიული გეგმა. მისი თქმით ეს გააზრების უნარზეა დამოკიდებული, და ხანდახან ხალხს უჭირს აღქმა იმის თუ რა ხდება სინამდვილეში.
მსგავსი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, თუმცაღა, ძალზედ ხელსაყრელია ქმედითუნარიანი და კომპეტენტური ბიზნესისთვის. მაგრამ ასეთი მაშტაბური პანდემიის ფონზე, ნებისმიერი გეგმა მთლიანი მომარაგების ჯაჭვს უნდა შეეხოს. ‘თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესის თანმიმდევრული და უწყვეტი გეგმა, სამწუხაროდ მოგიწევთ მისი თქვენს მომწოდებლებზე და მომხმარებლებზე გავრცელება რომ ასეთ დროს ეს გეგმა ეფექტური გახდეს,’ თქვა მან და დასძინა, რომ ‘თუ თქვენ გაქვთ კომპანიების მთელი ქსელი, სადაც ყველა მომართულია ამ პრობლემაზე და გაქვთ კარგი თანამშრომლობა, მაშინ თქვენ ბევრად უფრო გამძლე აღმოჩნდებით.’
People Management-ისა და CIPD ის გამოკითხვამ ასევე აჩვენა რომ ნახევარზე მეტი (54%) ადამიანური რესურსების სპეციალისტი აქტიურად იყო ჩართული საკუთარი ორგანიზაციის სტრატეგიის დაგეგმარებაში კორონავირუსის პირობებში. გამოკითხულთა მცირე ნაწილი (4%) საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას; მაშინ როდესაც რესპოდენტთა მესამედზე ნაკლებმა (30%) განაცხადა რომ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ზომიერად ერეოდა დაგეგმვის პროცესში, ხოლო დარჩენილი 12%-ის აზრით ეს ჩარევა იყო ძალიან უმნიშვნელო.
გამოკითხვა ასევე დაინტერესდა რესპოდენტების აზრით თუ რას ფიქრობდნენ ისინი კორონავირუსის მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შესახებ მათ ბიზნესზე. უმრავლესობის (95%) აზრით, გავლენა გარდაუვალია. გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი (48%) მიიჩნევს რომ ეს დარტყმა ზომიერი იქნება, 15% თვლის რომ ეს მძიმე იქნება, და მხოლოდ 30% ფიქრობს რომ მხოლოდ მსუბუქი გავლენა არის მოსალოდნელი.
HR-Launge-ის აღმასრულებელი დირექტორი და საზოგადოებრივი სექტორის ადამიანური რესურსების ყოფილი ხელმძღვანელი, ანგელა ო’კონორი, სიფრთხილისკენ მოუწოდებს ყველა ადამიანური რესურსების სპეციალისტს, რომ არ შევიდნენ შეცდომაში და არ გადაიქცნენ სამედიცინო ექსპერტებად, ამის ნაცვლად ის ურჩევს მათ ყურადღება გაამახვილონ პერსონალთან მარტივ და ადამიანურ ურთიერთობაზე.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ შეუძლებელია ამგვარ ცვალებად გარემოში კომპლექსური და დეტალური კურსის გატარება, პროფესიონალი ადამიანები მიზნად უნდა ისახავდნენ სხვადასხვა მედიის გამოყენებას და ხალხს დროულად აწვდიდნენ ინფორმაციას თანამედროვე პრაქტიკების შესახებ. ის დასძენს რომ იმის კომუნიკაციაც რომ პასუხები გარკევულ კითხვებზე არ არსებობს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
საკუთარი ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, ადამიანური რესურსები მოქნილი უნდა იყოს დისტანციური მუშაობის და ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით და საშუალება მისცეს დასაქმებულებს გამონახონ მუშაობის ალტერნატიული გზები და შეცვალონ საკუთარი სამუშაო საათები.
ახლა დროა ვენდოთ საკუთარ გუნდს და თანამშრომლებს რომ მათ შეასრულონ სამუშაო ზედამხედველობის გარეშე და დავეხმაროთ მათ მომდევნო რთული თვეების განმავლობაში. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს შეუძლია დახმარების ხელი გაუწოდოს მენეჯერებს გახდნენ უფრო მეტად ადაპტირებულნი, მოქნილნი და მიიღონ ახალი გამოწვევები.
მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ვირუსის ‘შეფერხებასთან’ დაკავშირებით და არა მისი ‘აღმოფხვრის’ შესახებ, და მოუწოდა ყველას ვისაც ქრონიკული ხველა ან მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება, მიმართონ თვით-იზოლაციას 7 დღის განმავლობაში. თუმცა, პრემიერ მინისტრი არ გეგმავს სკოლების დახურვას.
შოტლანდიაში აიკრძალა 500 ადამიანზე მეტის თავშეყრა. ირლანდიის რესპუბლიკაში კი დაიკეტა სკოლები, კოლეჯები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. პრემიერ-მინისტრის ლეო ვარადკარის თქმით, უნდა აიკრძალოს 100ზე მეტი ადამიანის შეკრება დახურულ სივრცეში და 500ზე მეტის – ღია სივრცეში.
ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში ვირუსით 10 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 596-ს მიაღწია.