“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ბენეფიციარების რეგისტრაცია დაიწყო!
“ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის ფარგლებში პირველი ნაკადის ბენეფიციარების რეგისტრაცია დაიწყო!
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით და ქალთა გაძლიერების წამყვანი ლიეტუვური ორგანიზაციის – Women Go Tech ჩართულობით.
ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია ტექნოლოგიურ სექტორში ქალების გაძლიერება და განვითარება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი გულისხმობს ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას, რათა შეიქმნას დასაქმების მეტი შესაძლებლობა სწრაფად მზარდი ტექნოლოგიების სფეროში და აღმოიფხვრას გენდერული უთანასწორობა. პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს დამატებით ჩაუტარდებათ კარიერული განვითარებისა და სამეწარმეო უნარების გაუმჯობესებისკენ მიმართული სესიები.
მომზადება / გადამზადების პროგრამები
პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარების მომზადება/გადამზადება მიმდინარეობს რეგისტრაციის დროს არჩეულ ერთ-ერთ ტექ მიმართულებაში:
- Front-end დეველოპმენტი
- კიბერ უსაფრთხოება
- გრაფიკული დიზაინი
- UI/UX დიზაინი
- ციფრული მარკეტინგი
მნიშვნელოვანი თარიღები
ბენეფიციართა პირველი ნაკადის რეგისტრაციის დაწყება: 22 აპრილი, 2024
რეგისტრაციის დასრულება: 21 მაისი, 2024; 16:00 საათი
პროგრამის/სწავლების განხორციელების განრიგი:
პირველი ნაკადი: ივლისი-ნოემბერი, 2024
დაინტერესებულ პირთა რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგ ბმულზე.
სამიზნე ასაკობრივი ჯგუფი
პროექტის მიზნობრივი ჯგუფია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული 18+ წლის ქალები საბაზისო ტექნოლოგიური და ინგლისური ენის უნარებით.
შერჩევის პროცესი და ეტაპები
- ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსება
- ზოგადი და ტექნიკური უნარების შეფასების ტესტი
- ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტი (მინიმუმ B1 დონე)
- სააპლიკაციო ფორმაში მითითებული სამოტივაციო წერილის შეფასება (მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
ზოგადი და ტექნიკური უნარების ტესტისა და ინგლისური ენის დონის დასადგენი ტესტის შედეგების საფუძველზე დგება აპლიკანტთა სარეიტინგო სია, რომლის მიხედვითაც მონაწილეები მიიღებიან შესაბამის ტექ მიმართულებებზე წინასწარ განსაზღვრული ქვოტის ფარგლებში.
სამოტივაციო წერილი უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
- რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა? (1 ქულა)
- რატომ გსურთ კონკრეტულად ამ ტექ მიმართულების მენტორობის პროგრამის გავლა? (1 ქულა)
- რა გავლენას მოახდენს თქვენ სამომავლო პროფესიულ გეგმებზე აღნიშნული პროექტი? (1 ქულა)
სააპლიკაციო ფორმაში მოცემული სამოტივაციო წერილი ფასდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რანჟირების ეტაპზე აპლიკანტების ქულები თანაბარია.
პროექტის ბენეფიციარები ვალდებულნი არიან ხელი მოაწერონ “ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ მოწოდებულ სპეციალურ ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს პროექტის და პროექტის ბენეფიციარების თანამშრომლობის პირობებს, უფლება-მოვალეობებს, ვალდებულებებს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგ. კურსიდან საპატიო ან/და არასაპატიო მიზეზით გამოთიშვა) პასუხისმგებლობის ზომებს/სახეებს.
კურსის წარმატებით დასრულების, დამატებითი სერვისებით სარგებლობისა და დასაქმების შესაძლებლობის გაჩენისთვის სავალდებულო წინაპირობაა: სალექციო/სამენტორო პროგრამაზე მინიმუმ 70%-იანი დასწრება, პროგრამით გათვალისწინებული შუალედური ტექნიკური დავალებებისა და ფინალური პროექტის შესრულება.
სალექციო/სამენტორო განრიგი
- Front-end დეველოპმენტი – კვირაში 3 შეხვედრა; 1 შეხვედრა ლექტორთან (2 საათი) და 2 შეხვედრა მენტორთან (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00
- კიბერ უსაფრთხოება – კვირაში 3 შეხვედრა; 1 შეხვედრა ლექტორთან (2 საათი) და 2 შეხვედრა მენტორთან (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00
- გრაფიკული დიზაინი – კვირაში 3 შეხვედრა; 1 შეხვედრა ლექტორთან (2 საათი) და 2 შეხვედრა მენტორთან (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00
- UI/UX დიზაინი – კვირაში 3 შეხვედრა; 1 შეხვედრა ლექტორთან (2 საათი) და 2 შეხვედრა მენტორთან (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00
- ციფრული მარკეტინგი – კვირაში 3 შეხვედრა; 1 შეხვედრა ლექტორთან (2 საათი) და 2 შეხვედრა მენტორთან (თითოეულის ხანგრძლივობა: 90 წუთი); შეხვედრების სავარაუდო განრიგი: 19:00-21:00
არასამუშაო დღეებში (შაბათი და კვირა) ლექციები, შესაძლებელია, დაიგეგმოს დღის საათებშიც.
სწავლების/მენტორობის ფორმატი
ჰიბრიდული:
- სწავლა/სწავლება და მენტორობა – ონლაინ ფორმატი
- დამატებითი აქტივობები – დასკვნითი ღონისძიება, ნეთვორქინგ სესიები – ფიზიკური ფორმატი
რეგისტრაციის დროს გასათვალისწინებელი ინფორმაცია
სასწავლო პროცესში სრულყოფილად მონაწილეობისთვის, აუცილებელია, პროექტის მონაწილეს ჰქონდეს Gmail-ის ანგარიში (ელ-ფოსტა). აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება Gmail-ის ელ-ფოსტის საშუალებით.
აუცილებელია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი შემდეგი მინიმალური ტექნიკური მახასიათებლებით: OS: 64 bit-იანი ვერსია Windows 10, RAM: 4 GB.