ქალაქ რუსთავში პროექტის – ,,ინოვაციების ლაბორატორია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
31 მაისს ქალაქ რუსთავში ჩეხური კომპანია UNICO AI-ს ორგანიზებით და United Nations Development Programme – UNDP-ის მხარდაჭერით, პროექტის – ,,ინოვაციების ლაბორატორია“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის პარტნიორებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და რუსთავის ინოვაციების ჰაბი არიან.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტის კოორდინატორებმა და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
ღონისძიების ბოლოს პროექტში მონაწილე სტუდენტურმა ჯგუფებმა წარადგინეს საბოლოო პრეზენტაციები პარტნიორი კომპანიებისგან მიღებულ ტექნიკური დავალებების შესახებ.
პროექტის ფინალურ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, დონორი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნესის წარმომადგენლები ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად.
„ინოვაციების ლაბორატორიის“ პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტისა და კერძო კომპანიების ჩართულობით, ახალგაზრდების კომპეტენციების, უნარების ამაღლებას და ადგილობრივი ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას.
პროექტი დაფინანსებულია Czech-UNDP Partnership for SGDs– ის მიერ.