პროფესორების კონკურსი 23.12.2016
უნივერსიტეტის პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 8 (რვა) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძლზე იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული 5 სამეცნიერო სტატია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს ელექტრონული სახით 2017 წლის 23 იანვრიდან 2017 წლის 7 თებერვლამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected];
პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება რექტორის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სამეცნიერო პუბლიკაციები (მინიმუმ 5)
ზ) კვლევების კონცეფცია/გეგმა;
თ) ერთი საგნის სილაბუსი სადოქტორო საფეხურისათვის.