პროკრედიტის ბანკინგის სკოლა ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის
პროკრედიტ ბანკისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების პროგრამის სტუდენტებისთვის, ბანკინგის სკოლა იქმნება.
პროკრედიტ ბანკინგის სკოლის პრეზენტაცია 5 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა, პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებმა ბზიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს ბანკი, მათი მიზანი, სტრატეგია და გეგმები. ასევე პრეზენტაციაზე ისაუბრეს ბანკინგის სკოლის შესახებ.
მასტერკლასები და ვორკშოპები 8 შეხვედრის ფარგლებში, წინასწარ შერჩეული სტუდენტებისთვის, შემდეგ თემატიკაზე გაიმართება:
▪ პროკრედიტ ბანკინგის სკოლის მიმოხილვა; საბანკო საქმის განვითარების ეტაპები;
▪ ბანკინგი როგორც ბიზნესი: რა, როგორ და რატომ?;
▪ ფული, ფინანსური სისტემები და ბანკინგი;
▪ რისკები და რეგულაციები საბანკო საქმეში;
▪ საქართველოს საბანკო სისტემა და შედარებითი ანალიზი;
კურსის დასასრულს, სტუდენტები იმუშავებენ ჯგუფურ პროექტზე.
მასტერკლასებსა და ვორკშოპებს გამართავენ პროკრედიტბანკის ტოპ მენეჯერები.
ფინანსების პროგრამის სტუდენტებმა, სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მეილზე.