პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით იწყება პრე-აქსელერატორის პროგრამა, დამწყები ინოვატორებისთვის კახეთის რეგიონის ორ ქალაქში – თელავში და გურჯაანში.
პროექტის მიზანია კახეთში, კერძოდ კი აღნიშნულ ორ ლოკაციაზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, სტარტაპ იდეების ფორმირება და განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
პრე-აქსელერატორის ტრენინგის ჩატარების თარიღები:
თელავი – 3-19 დეკემბერი
გურჯაანი – 4-20 დეკემბერი
ტერნინგის ფორმატი: ადგილზე, თელავის ტექნო პარკში და გურჯაანის ტექნო პარკში
ასაკი: არ არის შეზღუდული
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 ნოემბერი, 2021
სარეგისტრაციო ბმული: shorturl.at/jCFLZ