პრე-აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის
BTU-ს მეწარმეობის ცენტრის და EFSE-ს პრე-აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის და EFSE-ს ერთობლივი პრე-აქსელერატორის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შეიძინონ ბიზნესის განვითარებისა და მართვისათვის საჭირო უნარები და შეძლონ საკუთარი იდეების კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია.
პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს 25 ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელთა შერჩევაც მოხდება წინასწარი აპლიკაციების საფუძველზე. აუცილებელია, მონაწილე სტარტაპებს უკვე გააჩნდეთ პროტოტიპი და ბაზრის პირველადი კვლევა.
აპლიკაციების შევსება მიმდინაორებს ბმულზე
პრე-აქსელერატორის კომპონენტები:
- 3 კვირიანი ინტენსიური ვორქშოპების სერია
- 2 დღიანი ჰაკათონი
- დემო დღე
პრე-აქსელერატორს ტრენერები:
გიორგი კინწურაშვილი – საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი. სტარტაპ მენტორი.
თამთა გველესიანი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი. ბიზნეს აქსელერატორი “სპარკი” ბიზნეს ექსპერტი, პროექტ “სტარტაპი ქართულად” დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა, წამყვანი კომპანიების მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. არაერთი წარმატებული სტარტაპის შემქმნელი. ტრენერი სტარტაპ მარკეტინგის და სტარტაპის კომერციალიზაციის სტრატეგიების მიმართულებებით.
თამთა გველესიანმა მონაწილეობა მიიღო 500 statups-ის აქსელერაციის პროგრამაში, shadower-ის სტატუსით.
გიორგი ჩუგოშვილი – სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო, პროგრამული უზრუნველყოფის, სასაქონლო ვაჭრობისა და ინფრასტქუტრული განვითარების სექტორებში. იკავებდა ფინანსური დირექტორის თანამდებობას “Extol Trading Ltd.-ში”, რომელიც, 300-მილიონიანი წლიური ბრუნვით, ახორციელებს ოპერაციებს საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში.
გიორგი ჩუგოშვილმა მონაწილეობა მიიღო 500 statups-ის აქსელერაციის პროგრამაში, shadower-ის სტატუსით.
მნიშვნელოვანი თარიღები
- 21 სექტემბრი – იწყება აპლიკაციების მიღება
- 1 ოქტომბერი – აპლიკაციების მიღების ბოლო დღე
- 16 ოქტომბერი – პროგრამის დაწყება
- 24-25 ოქტომბერი – ჰაკათონი
- 13 ნოემბერი – დემო დღე
ვორქშოპების თემების მიმოხილვა:
- ქართული დიჯიტალ ეკოსისტემის მიმოხილვა
- დიზაინ ფიქრი და იდეების გენერაცია
- Lean startup-ის მეთოდოლოგია და MVP
- სტარტაპის სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად საჭირო სტრატეგიული ხელსაწყოები
- მომხმარებლის სეგმენტაცია
- მომხმარებლის კვლევა და იდეის ვალიდაცია
- გაყიდვები და Customer success
- მარკეტინგი და რეკლამა
- KPIs და ანალიტიკა
- იურიდიული და საბუღალტრო ნაწილი
- ინვესტორები და ინვესტორთან ურთიერთობები
- Powerful Pitching workshop
დატვირთულობა: კვირაში 3 დღე, 19:00-დან 21:00-მდე
პრე-აქსელერატორის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ექნებათ:
- გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები პროგრამის მენტორებთან
- ისარგებლონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთო სამუშაო სივრცით
- დაამყარონ საინტერესო კონტაქტები
- მონაწილეობა მიიღონ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში და ტრენინგებში
- წარუდგინონ იდეა დაფინანსებითვის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს
ჰაკათონი
პრე-აქსლერაციის პროგრამის განმავლობაში სტარტაპები მონაწილეობას მიიღებენ ორ დღიან ჰაკათონში. მონაწილეები დაიყოფებიან გუნდებად (5-10 გუნდი) და ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ კონკრეტულ დავალებაზე.
დემო დღე
პრე-აქსელერატორის ბოლოს, მენტორები შეარჩევენ 10 საუკეთესო სტარტაპს, რომლებიც წარდგებიან დემო დღეზე და სადაც მოწვეულ ჟიურის წარუდგენენ თავიანთ იდეას და ბიზნეს გეგმას. დემო დღის ბოლოს გამოვლინდება 3 გამარჯვებული სტარტაპი, რომელიც მიიღებს:
- 10,000 ლარიან დაფინანსებას
- დამატებით საათებს მენტორებთან
- წვდომას საერთო სამუშაო სივრცესთან