![Pitch Yourself- ღონისძიება, რომელმაც საერთაშორისო IT კომპანიები და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტები გააერთიანა 1 Untitled 1 17 758x398 1](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2022/07/Untitled-1-17-758x398-1.png)
Pitch Yourself- ღონისძიება, რომელმაც საერთაშორისო IT კომპანიები და ამ სფეროში მომუშავე BTU-ს სტუდენტები გააერთიანა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, 18 მაისს მასშტაბური ღონისძიება Techworking Georgia გაიმართა.
ღონისძიება რამდენიმე ნაწილს აერთიანებდა – Pitch Yourself – სტუდენტების Showcase, სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსსა და Angel ინვესტორებთან Networking სესიას.
Pitch Yourself-ის ნაწილში სტანდარტული გასაუბრების ნაცვლად, სტუდენტებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარ ცოდნასა და უნარებისთვის დემონსტრირება სხვადასხვა მიმართულებით გაეკეთებინათ, როგორიცაა: Web/Mobile/Android აპლიკაცია, Web/Mobile/Android დიზაინი, UI/UX დიზაინ პროექტი, ალგორითმი/კოდი, შექმნილი ნებისმიერი პროგრამული ენის გამოყენებით, ღია წყაროების ანალიზი და სხვა.