პირველი საჩუქარი BTU-ს მაგისტრანტებს!
პირველი საჩუქარი BTU-ს მაგისტრანტებს!
სასერტიფიკატო კურსი CRM, SPSS, IT in Business – სრული დაფინანსებით!
აირჩიეთ სასურველი კურსი და დარეგისტრირდით!
კურსების მოკლე აღწერა:
CRM – ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მომხმარებლების მოზიდვისა და შენარჩუნების საშუალებას იძლევა. იგი შესანიშნავი ინსტრუმენტია გაყიდვების გუნდისთვის, რადგან შესაძლებლობას აძლევს მას, გაეცნოს პოტენციური კლიენტების პროფილს, მათ საჭიროებებს და, შესაბამისად, მაქსიმალურად შესაფერისი პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.
SPSS – ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სახის მონაცემების გარდაქმნა და ანალიზი. SPSS-ს შეუძლია ყველა ფორმატის ფაილის გახსნა, რომელსაც იყენებენ სტრუქტურირებული მონაცემებისთვის: Ms Excel -ის ცხრილები, ტექსტური ფაილები/plain text files (.txt ან .csv), Stata და SAS პროგრამების ფაილები. SPSS პირველად 1968 წელს გაეშვა. 2009 წელს მისი განსაკუთრებული ღირებულების გამო ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა IBM-მა შეიძინა და კომპანიას IBM SPSS Statistics დაერქვა. IBM მსოფლიოს მოწინავე პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელსაც საქართველოშიც აქვს ოფიციალური წარმომადგენლობა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს.
IT in Business – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს კომპანია SYNTAX-ის სთავაზობს სასერთიფიკატო პროგრამას ბიზნესში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებით . პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ მართონ სამუშაო პროცესები ტექნოლოგიების გამოყენებით და ამასთანავე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.