ფინანსების საბაკალავრო პროგრამა BTU ში
პროგრამის კოდი • 1950102
პროგრამის ფასი • 2250 ლარი
პროგრამის სტატუსი • აკრედიტებული
ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსების საბაკალავრო პროგრამას არ გააჩნია ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. BTU-ში ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტი დაინერგა. ქართულ ენაზე თარგმნილი ფინანსური ლიტერატურა, ფინანსური სასწავლო მასალები, ქეისები, გაცვლითი და დასაქმების პროგრამები ფინანსებში, პარტნიორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ლექტორებად, Fintech-ი და სხვა განსხვავებული და ინოვაციური საგნები – ეს პროგრამის ძლიერი მხარეებია.
BTU-ის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, Fintech-ის მიმართულებით მოახდინონ იდეათა გენერირება, შემდეგ იდეიდან კომერციალიზაციამდე გაიარონ გზა მენტორების დახმარებით. ფინანსური განათლების მიღების ახალი სტანდარტის დანერგვაში, BTU-ს პარტნიორი ორგანიზაციები არიან: KPMG Georgia; პროკრედიტ ბანკი; ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი; საზოგადოება და ბანკები; ეროვნული ბანკი; ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიგშებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური; ბიდიო აკადემია.
პროგრამამ გასულ წელს ACCA აკრედიტაციაც მიიღო. აღნიშნული პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული. პროგრამის აკრედიტირება ნიშნავს, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.
აქტივობები, რომელსაც უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს სთავაზობს:
ცოდნის ბანკი – ეს არის მაღალტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. ატვირთული ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.
დაასაქმე სმარტსტუდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.
სტუდენტური სტარტაპები – მასშტაბური, ყოველსემესტრული ღონისძიება, სადაც ინვესტორებსა და ფონდების, პარტნიორი ორგანიზაციების წინაშე, BTU-ს სტუდენტები მაღალტექნოლოგიური სტარტაპ იდეებით წარსდგებიან. საინტერესო სტარტაპ იდეის მქონე სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სილიკონ ველი თბილისის სამუშაო სივრცე, დაკომპლექტებული ბიზნეს ტრენერებით, კონსულტანტებითა და მენტორებით.
სტუდენტების სტარტაპსტატუსი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს. სტატუსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით.
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები – BTU-ში ფუნქციონირებს – ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია, კიბერ უსაფრთხოების ლაბორატორია, მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული ლაბი, ბიზნეს ინკუბატორი და აქსელერატორი, განახლებადი ენერგიების ლაბორატორია. 2021 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის დაფინანსებით კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური ვირტუალური ლაბორატორია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მოემსახურება მკვლევარებსა და სტუდენტებს.
ორმაგი დიპლომი – BTU-ს საბაკალავრო სტუდენტებს აქვთ ორი დიპლომის მიღების შესაძლებლობა. პარტნიორი უნივერსიტეტები, რომლებიც მსგავს შესაძლებლობას აძლევენ უნივერსიტეტის სტუდენტებს არიან: ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი; ვიტენბორგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ნიდერლანდების სამეფო.
მათემატიკის ოლიმპიადა – მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის BTU-სა და მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება. ოლიმპიადა სამ ეტაპიანია და მასში მონაწილეობა წინასწარ დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შეუძლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამარჯვებულ აბიტურიენტებთან ერთად კი მათი მენტორებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. პირველ ადგილზე გასული აბიტუიენტი BTU-ს საბაკალავრო პროგრამის სრულ დაფინანსებას მიიღებს.
ეს არასრული ჩამონათვალია იმ პროექტებისა, რომელსაც უნივერსიტეტი აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ახორციელებს. მიმდინარე სასწავლო წელს კი კიდევ არაერთი სიახლე და შეთავაზებაა დაგეგმილი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს მარტივად, ონლაინ შეუძლიათ აღნიშნულ სარეგისტრაციო ბმულზე. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს BTU ონლაინ ღია კარის დღეზე მიგიწვევთ, სადაც მიიღებთ თქვენთვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას სასწავლო პროგრამებსა და უნივერსიტეტის სხვა აქტივობებზე. გარდა ამისა, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას, გაიაროთ უფასო კურსები და სასერთიფიკაციო პროგრამები. არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ განათლება საქართველოს მოწინავე უნივერსიტეტში და წარმატებით დასაქმდეთ არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ მსოფლიო მასშტაბით.