ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევნები
2022 წლის 16 ნოემბერს გაიმართება არჩევნები ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევის მიზნით, შემდეგ პროგრამებზე:
- საბაკალავრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები);
- საბაკალავრო პროგრამა – ციფრული მარკეტინგი;
- სამაგისტრო პროგრამა – ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები;
- სადოქტორო პროგრამა – ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, რომელსაც სწავლის პერიოდში არ აქვს მიღებული F შეფასება ან/და დაკისრებული დისციპლინური სანქცია.
სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა 2022 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით.
საბჭოს წევრი-სტუდენტები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით – ფარული კენჭისყრით.
არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გასაჩივრდეს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცედურის დარღვევის ან არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტი. საჩივრის შეტანა ხდება ბტუ-ში მოქმედი განცხადებების წარდგენის წესით. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელმაც არჩევნებში დააგროვა ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.
არჩევნების მიმდინარეობის ვადები:
• არჩევნების ჩატარების თარიღი – 2022 წლის 16 ნოემბერი
• არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება – 2022 წლის 17 ნოემბერი
• არჩევნების პირველადი შედეგების გასაჩივრების ვადა – 2022 წლის 18 ნოემბერი
• არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება – 2022 წლის 22 ნოემბერი
დეტალური ინფორმაციისთვის გიზიარებთ ფაკულტეტის საბჭოს დებულებას.