ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევნები
2020 წლის 17 სექტემბერს გაიმართება არჩევნები ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო მიმართულებიდან ფაკულტეტის საბჭოს წევრი-სტუდენტის არჩევის მიზნით.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს აქტიური სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს, რომელსაც სწავლის პერიოდში არ აქვს მიღებული F შეფასება ან/და დაკისრებული დისციპლინური სანქცია;
სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა 2020 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
საბჭოს წევრი-სტუდენტები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ხმათა უმრავლესობით – ფარული კენჭისყრით.
არჩევნების შედეგები, შესაძლოა, გასაჩივრდეს გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პროცედურის დარღვევის ან არჩევნების შედეგების გაყალბების ფაქტი. საჩივრის შეტანა ხდება განცხადებების წარდგენის ბტუ-ში მოქმედი წესით. არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელმაც არჩევნებში დააგროვა ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა.
არჩევნების მიმდინარეობის ვადები:
- არჩევნების ჩატარების თარიღი – 2020 წლის 17 სექტემბერი;
- არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადება – 2020 წლის 17 სექტემბერი;
- არჩევნების პირველადი შედეგების გასაჩივრების ვადა – 2020 წლის 18 სექტემბერი;
- არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება – 2020 წლის 21 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ფაკულტეტის საბჭოს დებულებას.